4
Nov
2019

ის, რაც ყველას სჭირდება: გაყიდვების ტექნიკები და პერსონალური ბრენდინგი

4 Nov 2019

გაყიდვების რა სტრატეგია მუშაობს საქართველოში? როგორ მოვახდინო ჩემი, როგორც საუკეთესო გაყიდვების მენეჯერის პოზიციონირება? როგორ შევქმნა და ვმართო ჩემი პერსონალური ბრენდი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებს შეეხება ნინო ხაჭაპურიძის და თამარ კიკვაძის საავტორო კურსი – „მე, შენ და გაყიდვები“.

 

ნინო ხაჭაპურიძე და თამარ კიკვაძე

ყველამ კარგად ვიცით, რომ ნებისმიერი კომპანიის წარმატება ძლიერი გაყიდვების დეპარტამენტზე და გუნდზე დგას. ბოლო წლების კვლევები და წარმატებული ბიზნესების მაგალითები იმასაც ადასტურებს, რომ არამარტო გაყიდვებში უშუალოდ ჩართული ადამიანებისთვის, არამედ ნებისმიერი მენეჯერისთვის წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა გაყიდვების პროცესის გააზრების და ცოდნის გარეშე. შესაბამისად, უფრო და უფრო აქტუალური ხდება ამ მიმართულებით გამოცდილების დაგროვება და ახალი მიდგომების შესწავლა. სწორედ ამ იდეიდან გამომდინარე გადაწყვიტეს Connection – ის დამფუძნებლებმა ნინო ხაჭაპურიძემ და თამარ კიკვაძემ გაყიდვების შესახებ ტრენინგი მოემზადებინათ.

ასე შეიქმნა „მე, შენ და გაყიდვები“- კურსი, რომლის მიზანია, დაეხმაროს როგორც გამოცდილ გაყიდვების სპეციალისტებს, ისე ნებისმიერ მენეჯერს:

  • ჩამოაყალიბოს პერსონალური ბრენდი და დააკავშიროს ის თავის კომპანიასთან ან დამსაქმებელთან;
  • გაიაზროს როგორც საკუთარი როლი, ისე ყველა ჩართული მხარის ინტერესები და მიზნები გაყიდვების პროცესში;
  • შეადაროს გაყიდვების თანამედროვე და ტრადიციულ მოდელები;
  • მიაგნოს, თუ რა მუშაობს გაყიდვებში დღეს ყველაზე კარგად.

ნინოს და თამუნას აზრით, კურსის უნიკალურობას მათი ანუ ტრენერების განსხვავებული გამოცდილებების კომბინაცია და შინაარსი ქმნის.

თამუნას აქვს 15+ წლიანი პრაქტიკული გამოცდილება გაყიდვებში, მენეჯმენტში და მომხმარებლებთან ურთიერთობაში. გაყიდვები მისი საყვარელი საქმეა. ამის გარდა კიდევ აქვს ჰობი – ის ნინოსთან ერთად არის კომპანია „ქონექშენის“ დამფუძნებელი, რომელიც კომპანიებსა და  გუნდებს აკავშირებს ერთმანეთთან. თამუნა, ამჟამად, ქოუჩინგის ხელოვნებას ეუფლება და მომავალი წლიდან სხვა სიახლეებსაც გპირდებათ.

ნინოსაც ასევე 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ადამიანური რესურსის მართვისა და სწავლების მიმართულებებში და ფლობს ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მაგისტრატურისა და გრენობლის ბიზნეს სკოლის ხარისხს მენეჯმენტის კონსულტირების სპეციალობით. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანების ხელშეწყობა, იპოვონ მათთვის საუკეთესო გზა და ადგილი პროფესიულ ცხოვრებაში.

ნინოს და თამუნას გამოცდილებიდან გამომდინარე, ტრენინგი ორი ერთმანეთთან დაკავშირებული ნაწილისგან შედგება – ნინო დაგეხმარებათ კარგად გაიაზროთ თქვენი მიზნები, შეაფასოთ პერსონალური ბრენდი და ეფექტურად წარმოაჩინოთ ის როგორც პირისპირ ურთიერთობებში, ისე ციფრულ სამყაროში. ამ ყველაფერთან ერთად თქვენ ასევე მიიღებთ პრაქტიკულ „ხელსაწყოებს“ დასახული მიზნების მისაღწევად.

თამუნა კი გაგიზიარებთ თავის პრაქტიკულ გამოცდილებას და ერთად იმსჯელებთ გაყიდვების სხვადასხვა მოდელებზე, თანამედროვე ტრენდებზე, იმაზე თუ რა მუშაობს გაყიდვებში ყველაზე კარგად. თქვენ ასევე შეისწავლით, როგორ მართოთ ურთიერთობები კლიენტებთან და კონკურენტებთან. ამ ნაწილშიც სხვადასხვა თეორიების და პრაქტიკული „ქეისების“ განხილვის, მსჯელობების და ერთმანეთის გამოცდილებების გაზიარებასთან ერთად, კონკრეტულ ტექნიკებსა და მიგნებებს წაიღებთ, რაც დაგეხმარებათ, გაყიდვებში უკეთესი და რაც მთავარია, გრძელვადიანი შედეგები მიიღოთ.

სატრენინგო კურსი „მე, შენ და გაყიდვები“ 14 ნოემბერს იღებს სტარტს, PR აკადემიაში და 5 შეხვედრას მოიცავს. მისი ღირებულებაა 1550 ლარი. დასარეგისტრირებილად იხილეთ ბმული. დამატებითი ინფორმაციისთვის კი Facebook გვერდი.

პარტნიორის კონტენტი 

განხილვა