in

ნინო კუპრაშვილი – #პირველისამსახური

nino kuprashvili

მესამე კურსის ბოლოს, ან მეოთხე კურსის დასაწყისში, ნიკოლოზ მარკოზაშვილმა GMCG-ში მუშაობა შემომთავაზა. არ მახსოვს, ზუსტად არ მითხრა, მაგრამ შეგრძნება ზუსტად მახსოვს – უდიდესი მიღწევისა და სიამაყის განცდა დამეუფლა. ზოგადად, ESM-ში ლეგენდა დადიოდა, რომ ნიკოლოზი მხოლოდ გამორჩეულად კარგ სტუდენტებს ეპატიჟებოდა თავისთან და ჩემი თვითშეფასება, 19 წლის ასაკში, მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ წინა რამდენიმე წლის მანძილზე, ბატონ ნიკოლოზზე შთაბეჭდილების მოხდენა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო (რაც ხშირად, 2-ჯერ მეტი საქმის კეთებასა და მასთან ჩხუბში გამოიხატებოდა).

GMCG-ში განხორციელებულმა რამოდენიმე პროექტმა უდიდესი გამოცდილება შემძინა. პირველი პროექტის ფარგლებში, ინფორმაციის მოგროვება და ანალიზი მევალებოდა, სადაც ფაქტობრივად მთელი ინდუსტრია და ბიზნეს მოდელები შევისწავლე. ამდენი წლის შემდეგაც კი ვიყენებ იმ გარემოში შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.

მთავარი გამოწვევა ჩემთვის იმედების გაცრუების შიში იყო. სწავლის მიღმა, საჭიროზე ბევრად მეტს ვმუშაობდი, რომ კეთილგანწყობა იმედგაცრუებად არ მექცია. შესაბამისად, იყო ბევრი გათენებული ღამე (მათ შორის, ახალი წლის ღამეს 23:15 წუთზე გაგზავნილი დოკუმენტი), პარალელური სამსახური “ჯი პი აი ჰოლდინგის” მარკეტინგის მენეჯერად, რომელიც რამოდენიმე თვის შემდეგ დავიწყე და სადიპლომოს წერა (სადაც ჩემი ხელმძღვანელი, ასევე, ნიკოლოზი იყო). შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ეს ჩემთვის ყველაზე მეტი გამოწვევით, დაღლით აღსავსე წელი იყო, რომელმაც ალბათ, ყველაზე მეტი მასწავლა.

ნინო კუპრაშვილი – Leavingstone-ის სტრატეგიული დირექტორი.

ბიზნესის წარმატების ფორმულა: სასაქონლო ნიშანი და მისი დაცვა

Rolls-Royce-მა, ლეგენდარული Ghost-ის ბაზაზე, 2 ახალი მოდელი შექმნა!