in

„აჭარა ჯგუფში“ ცვლილებებია!

„ეს ნამდვილად უნიკალური თანხვედრაა და მესმის, ყველგან, შესაძლოა, ამ მოდელმა ვერ იმუშაოს. ორივე აღმასრულებელ დირექტორს საერთო ღირებულებები გვაქვს და ჩვენი ხედვაც ერთამენთს ემთხვევა.

ფოტოგრაფი: ანკა გუჯაბიძე, ფოტოზე: ნინო კვერნაძე, ანი დაბრუნდაშვილი

„აჭარა ჯგუფის“ სტუმარმასპინძლობის მიმართულებას ორი ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს – ეს პოზიცია ნინო კვერნაძემ და ანი დაბრუნდაშვილმა დაიკავეს.

რა გამოცდილებით მოვიდნენ დღევანდელ სტატუსამდე, რა კომპეტენციების ფლობას განსაზღვრავს მიმდინარე პოზიცია და რამდენად ორგანულად წარმოუდგენიათ ერთ მიმართულებაზე ორი აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა – ამ თემებზე თავად ნინო კვერნაძესა და ანი დაბრუნდაშვილს ვესაუბრეთ:

M: ნინო, ანი, ჯერ თქვენი სამუშაო გამოცდილებით დავიწყოთ… სანამ „აჭარა ჯგუფის“ სტუმარმასპინძლობის მიმართულებას ჩაიბარებდით, სად, რა პოზიციას იკავებდით?
ნინო: საქართველო ჩემთვის, პირველ რიგში, ბავშვობის მოგონებებთან არის დაკავშირებული, რადგან შემდეგ იყო ამერიკა, სადაც სკოლის ასაკიდან წავედი და 15 წელი ვცხოვრობდი. თუმცა, ოთხი წლის წინ ჩემს ცხოვრებაში დადგა ის გარდამტეხი მომენტი, როდესაც საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღე. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო, ამერიკაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება საქართველოში გამომეყენებინა და გამეზიარებინა. საქართველოში დაბრუნებამდე ხუთი წელი ერთ-ერთ წამყვან საინვესტიციო ბანკ „გოლდმენ საქსში“ ვმუშაობდი, სადაც ვხელმძღვანელობდი ამერიკის ორ შტატში მყოფი გუნდის თანამშრომლებს. ცვლილებებისა და სიახლეების მოყვარული ვარ, შესაბამისად, საბანკო სექტორში წარმატებულად განვითარებული კარიერის მიუხედავად, საკუთარი თავი მორიგი გამოწვევის წინაშე დავაყენე, ჩემს ამერიკელ მეუღლესთან ერთად საქართველოში დავბრუნდი და განსხვავებულ სფეროში ჩემი შესძლებლობების გამოყენების ძიებაც დავიწყე.

ფოტოგრაფი: ანკა გუჯაბიძე
ფოტოზე: ნინო კვერნაძე, ანი დაბრუნდაშვილი

ოთხი წლის წინ, სწორედ „აჭარა ჯგუფი“ აღმოჩნდა ის ადგილი, სადაც ჩემი და კომპანიის ინტერესები, ხედვები დაემთხვა და მართლაც რომ სრულად განსხვავებული სფეროს – სოფლის მეურნეობის პროექტის ხელმძღვანელობა შემომთავაზეს. პროფესიონალ გუნდთან ერთად ჩვენ შევძელით, რომ დამფუძნებლის ინოვატორული იდეა და პროექტი „აჭარა ჯგუფის“ წარმატებულ კომპანია უდაბნოდ გადაქცეულიყო. უდაბნო საქართველოსა და ამიერკავკასიაში ნუშის ბაღების უმსხვილესი კომპანიაა, რომლის მიზანია, რომ საქართველო ნუშის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ეკონომიკის წინსვლასა და მდგრადობას. არასდროს ვჩერდები და ვცდილობ, მუდამ გავიღრმავო ცოდნა, მივიღო განსხვავებული გამოცდილება, რისი შესაძლებლობაც უდაბნოს აღმასრულებელ დირექტორად მუშაობამ ნამდვილად შემომთვაზა.  ამჟამად, უკვე სამი თვეა, რაც აჭარა ჯგუფის სტუმარმასპინძლობის მიმართულებას შევუერთდი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.

ანი: ჩემი გამოცდილება „აჭარა ჯგუფში“ ნინოსგან ცოტა განსხვავებულია. ცხრა წლის წინ შესაძლებლობა მომეცა და „აჭარა ჯგუფის“ მიერ გახსნილი პირველი სასტუმრო – Holiday Inn Tbilisi-ს გუნდის წევრი გავხდი. იქ მოხდა ჩემი პირველი შეხება ინდუსტრიის მსოფლიო ბრენდთან, რომელიც ქართული სტუმარმასპინძლობის უნიკალური სინთეზის საუკეთესო მაგალითია. შემდგომ, დამფუძნებელმა პირველ ქართულ ბრენდზე – Rooms Hotels-ზე მუშაობა დაიწყო. Rooms Hotel Tbilisi-ს პროექტს გახნის პროცესში შევუერთდი, ღონისძიებების ორგანიზების გუნდთან ერთად. მომდევნო წლების განმავლობაში მომეცა შესაძლებლობა, აჭარა ჯგუფის ბევრ უნიკალურ პროექტზე მემუშავა, სადაც სასტუმროებისა და რესტორნების მართვის საოპერაციო ნაწილის, ფაქტობრივად, ყველა რგოლში მუშაობის გამოცდილება მივიღე.

ფოტოგრაფი: ანკა გუჯაბიძე
ფოტოზე: ანი დაბრუნდაშვილი, ნინო კვერნაძე

საქართველოს სტუმარმასპინძლობის სექტორის პოტენციალის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა და ხელმძღვანელებმა ადამიანური კაპიტალის გაძლიერებაში განახორციელონ ინვესტიცია და ჰქონდეთ პარტნიორული და ინკლუზიური ბიზნეს მოდელებისთვის საჭირო მიდგომები. მოხარული ვარ, რომ ჩემი გამოცდილება არის ზუსტად ის საუკეთესო მაგალითი, როდესაც კომპანია თანამშრომელს აძლევს კარიერული წინსვლისა და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას. ამასთან, „აჭარა ჯგუფში“ არსებულმა თანასწორმა გარემომ საშუალება მომცა, რომ უხილავი დაბრკოლებების გარეშე მიმეღწია წარმატებისთვის და ზუსტად ერთი წლის წინ დავინიშნე „აჭარა ჯგუფის“ სტუმარპასპინძლობის მიმართულების აღმასრულებელ დირექტორად. კომპანიაში მიღებული ინსტიტუციური ცოდნა და გამოცდილება მეხმარება, რომ გუნდთან ერთად სწრაფად და ეფექტიანად მივიღო სტრატეგიული თუ ყოველდღიური ოპერაციებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები.

M: როგორ განისაზღვრა თქვენი სამსახურებრივი კომპეტენციები მიმდინარე სტატუსის გათვალისწინებით?
ნინო: როგორც აღვნიშნე, ცვლილებებისა და სიახლეების მოყვარული ადამიანი ვარ და  „აჭარა ჯგუფი“ თითოეოეულ თანამშრომელს აძლევს განვითარებისა და ახალი გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მივიღე მორიგი ახალი გამოწვევა და შეთავაზება და ანისთან ერთად, აჭარა ჯგუფის ჰოსფითალითის მიმართულებას შევუერთდი. როდესაც მსხვილი კომპანიების მართვაში ხარ ჩართული, ლიდერებს, ფაქტობრივად, ერთი და იგივე კომპეტენციები და უნარები მოგვეთხოვება. ეს, პირველ რიგში, არის ადამიანებთან, თანამშრომლებთან ურთიერთობა, მათი სამუშაო აღწერილობისა და უნარების თანხვედრაში მოყვანა, შემდგომი განვითარებისა და წინსვლისთვის საჭირო გარემოსა და შესაძლებლობების შექმნა. ჩემთვის, როგორც ლიდერისთვის, მნიშვნელოვანია გუნდურობა და პარალელურად, კონკრეტულ მომენტებში საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის საფუძველზე დროული, პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილებების მიღება.

ანი: იყო გადაწყვეტილების მიმღები და ლიდერი სტუმარმასპინძლობის ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში, გულისხმობს როგორც სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებასა და დანერგვას, ასევე ყოველდღიური პროცესების მართვას. ზოგადად, ჩვენი სფერო დინამიკური და ცოცხალია, რომელზეც საკმაოდ მალე აისახება გარესამყაროს მიერ გამოწვეული ცვლილებები, რაც პანდემიის დროს უფრო ნათლად დავინახეთ ყველამ. ჩვენთვის სტუმრების, ადამიანების ქცევა და დამოკიდებულებების სრული აღქმა გადამწყვეტია. საკმაოდ კომპლექსურად უნდა მივუდგეთ ჩვენს სფეროში არსებულ საჭიროებებს, ხოლო მონაცემებისა და საერთაშორისო ტენდენციების გათვალისწინებითა და ანალიზით ჩვენს სტუმრებს უნდა შევთვაზოთ სიახლეები და მაღალი ხარისხი. შესაბამისად, ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი სწორედ ანალიზის საფუძველზე ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაა, რაც ხელს უწყობს ახალი ტენდენციების დანერგვას, თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერებას, რესურსების სწორ მართვასა და გუნდთან ერთად ახალი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას. „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე დაწინაურების დღიდან, ჩემი ერთ-ერთი მოტივაციაა, უფრო მეტად შევუწყო ხელი ადამიანზე ორიენტირებული მიდგომით „აჭარა ჯგუფში“ მრავალფეროვანი და თანასწორი გარემოს გაძლიერებას. თითოეული თანამშრომლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ხელშეწყობა ჩემი, როგორც ლიდერის პრიორიტეტია, რასაც „აჭარა ჯგუფში“ ცხრაწლიანი გამოცდილება მიმყარებს.

M: რა არის მთავარი გამოწვევა, რაც დღეს ამ მიმართულებით არსებობს და რისი დალაგება/რასთან გამკლავება მოგიწევთ, პირველ რიგში?
ნინო: სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის სპეციფიკიდან გამომდინარე, გამიჭირდება ერთი მთავარი გამოწვევის გამოყოფა. თავად მეც ნებისმიერ საქმიანობას ჰოლისტიკურად ვუდგები და დიდ სურათში, სხვადასხვა ფაქტორის ინტეგრირების გათვალისწინებით მართვას ვანიჭებ უპირატესობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუმრებს შევთავაზოთ ხარისხიანი, განსხვავებული გამოცდილება როგორც გასტრონომიის, ასევე დასვენების მიმართულებით.

ფოტოგრაფი: ანკა გუჯაბიძე
ფოტოზე: ანი დაბრუნდაშვილი, ნინო კვერნაძე

ანი: პანდემიის პირობებში, ჩვენი სექტორი როგორც გლობალურდ, ისე საქართველოში საერთო გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. კიდევ უფრო მეტად აუცილებელი გახდა უსაფრთხო და ჯანმრთელი გარემოს უზრუნველყოფა თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის, ახალი და ხშირად ცვალებადი რეგულაციების გათვალისწინებით. ალბათ, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაც ახალ რეალობაზე მორგება და წინსვლაა, რომლის დროსაც შედარებით რთულია, გრძელვადიან სტრატეგიას მიჰყვე და უფრო მოკლევადიანი გეგმით ვოპერირებთ, თუმცა ჩვენ შევძელით და შევინარჩუნეთ ჩვენ მიერვე დანერგილი მაღალი სტანდარტები და მომსახურების ხარისხი.

M: რაც შეეხება ერთ პოზიციაზე ორი ადამიანის ყოფნას, რამდენად კომფორტულია ეს ნაწილი თქვენთვის, რა უპირატესობები შეიძლება, ამ მოდელს ჰქონდეს?
ნინო: მართვის აღნიშული მოდელის წარმატებას განაპირობებს ზუსტად ის ფაქტორი, რომ ორივე აღმასრულებელ დირექტორს საერთო ღირებულებები გვაქვს და ჩვენი ხედვაც ერთამენთს ემთხვევა. ეს ნამდვილად უნიკალური თანხვედრაა და მესმის, ყველგან, შესაძლოა, ამ მოდელმა ვერ იმუშაოს. ამასთან, ანი და მე ვართ ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს წევრები და ჩვენთვის ახალი არაა ერთად მუშაობა. ალბათ, ჩვენს წარმატებასაც მრავალი წლის ერთად მუშაობის გამოცდილებაც განაპირობებს.

ანი: როგორც უკვე ნინომ აღნიშნა, ჩვენმა საერთო ღირებულებებმა და ერთიანმა ხედვამ და ამავდროულად, ჩვენი განსხვავებული გამოცდილებების გაზიარებამ მოგვცა იმის შესაძლებლობაც, რომ დრო და რესურსები უფრო ეფექტინად გადანაწილდეს და კომპანიის განვითარებისთვის საჭირო აქტივობები უფრო დაჩქარებულად განხორციელდეს. მართვის ამ მოდელმა მოგვცა უფრო მეტი სიახლის გაანალიზებისა და შემდგომში დანერგვის ეფექტიანი შესაძლებლობა. 

ქვიშხეთში მდებარე კურორტი „მწერლები“ ვიზიტორთა მიღების წესებს ცვლის

ცვლილებების გზა – Saatchi&Saatchi-ის ანნა გუგულაშვილი შეუერთდა