in

ნინო ნოდია Voulez-Vous

ნინო ნოდია

პარფიუმერიულ მაღაზიათა ქსელის  “Voulez-Vous ”-ს პიარ მენეჯერი ნინო ნოდია, “არაფიქსირებული სამუშაო გრაფიკით” დღის დიდ ნაწილს სამსახურში ატარებს.  განათლებით ხელოვნებათმცოდნეა. მუშაობა 17 წლის ასაკში   დაიწყო და  “მოერე არხზე”  გადაცემების “დუშაშისა” და “კლიპმიქსის” ავტორი და წამყავნი იყო. პირველი ხელფასი – ”რამდენიმე მილიონი კუპონი”.  

ნინო ნოდია

ნინო ნოდია თვლის,  რომ წარმატებისთვის აუცილებელია ოპტიმიზმი. მისი აზრით, საქართველოში ყველა სფეროში არის წარმატებული კომპანია და კონკრეტულს არ გამოარჩევს. როგორც მომხმარებელი კი, უპირატესობას ანიჭებს “ ბადაგონს” და ყველაზე მეტად სწორედ მისი რეკლამა მოსწონს. ასევე ირჩევს  გიორგი შაღაშვილისა და თამუნა ინგოროყვას ბრენდებს. პროდუქტს სახლის მახლობლად პატარა მაღაზიაში იძენს, რაადგან დარწმუნებულია, რომ მუდმივად ახალია. აქვს “iPhone” , დიდი ხანია “მაგთის “ აბონენტია.  პარალელურად , იყენებს “ჯეოსელისა” და “ბილაინის” ნომრებსაც. მართავს ყვითელი ფერის “Toyota Spyder”-ს.   სარგებლობს საქართველოს ბანკისა და TBC  ბანკის  მომსახურებით. სატელევიზიო არხებიდან ირჩევს “Style  TV”-ს. , თუმცა ყველაზე ხშირად უყურებს სერიალს “ჩემი ცოლის დაქალები”. ხშირად სტუმრობს კინო “ამირანს”, კაფე “Le marias ”-სა და  მუსკომედიის თეატრს. საყვარელი გამკონათქვამი  – ” ღადაობ”?

თვლის, რომ დღესდღეობით ძალიან საინტერესო სამსახური აქვს :

“ ყოველდღიურად ბევრ საინტერესო საქმეს ვაკეთებ. ვიღვიძებთ ოჯახი 8:00 საათზე მეუღლეს ვუკეთებ ცივ ყავას რომ გამოფხიზლდეს, ბავშვებს საჭმელს, შემდეგ სამსახურში შეხვედრები, პრეზენტაციები, პროექტების განხილვები, საღამოს ოჯახში შეკრება , მოდიან მეგობრები და ასე დილამდე მხიარულად ვატარებთ დროს”

ყველაზე წარმატებულ პროექტებად „გია ყანჩელის მუსიკა კინოსა და თეატრში“ და  გადაცემა  “P.S.”- ში  დიორის ქარხნების ჩვენებას, გერლენისა და ჟივენშის სახლების სამხატვრო ხელმძღვანელებთან ინტერვიუებს მიიჩნევს.

სიამოვნებით იმუშავებდა  “რაიმე მსოფლიო დონის ჟურნალის რედაქტორად”.

ნინო თვლის, რომ საქართველოს ბიზნეს სექტორში გარკვეული ცვლილებებია საჭირო და თავად  საშემოსავლო გადასახადის მინიმუმამდე დაყვანასა და სადაზღვევო კანონმდებლობაში უმუშევრობის დაზღვევის შეტანის ინიციატორი იქნებოდა.

მათ კი, ვინც ახლა იწყებს, ურჩევს  : “ ყოველთვის იყვნენ ოპტიმისტები, გულწრფელები… ძალიან მნიშვნელოვანია გულწრფელობა იმ საზოგადოებასთნ.  ვისთნაც ურთიერთობ”.

მატიანე

რეკლამის ისტორია და პირველი ქართული რეკლამა

მატიანე

1997 წელი – ქართული რეკლამა