in

ნინი ონეზაშვილი მეიჯერელის რეგიონალურ გუნდს შეუერთდა

“ჩემი მთავარი მიზანი კომპანიისა და ბრენდის განვითარებაა”

საქართველოს ბაზარზე 5-წლიანი ოპერირების შემდეგ, მეიჯერელის შესახებ უამრავი დეტალი გახდა ცხადი, ერთ-ერთი კი, ისაა, რომ ამ კომპანიაში კარიერული წინსვლისა და განვითარების შანსი ყოველ მონდომებულ ადამიანს ეძლევა. 2016 წელს საქართველოში Arvato Bertelsmann-ის სახელითა და ერთადერთი გერმანულენოვანი პროექტით შემოსულმა კომპანიამ სულ რამდენიმე წელში 8 გლობალური კლიენტი მოიზიდა, საქართველოს 3 ქალაქი მოიცვა და 2700-ზე მეტი თანამშრომელი დაასაქმა. ეს კომპანიის წარმატების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რეალურად კი, მეიჯერელის გუნდში სასიამოვნო სიახლეებს ძალიან ხშირად გაიგონებთ.

BOG
BOG

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი კომპანია მეიჯერელის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში  მარკეტინგისა და დამსაქმებლის ბრენდის განვითარების პროექტების მენეჯერი — ნინი ონეზაშვილია. მისი კარიერული ისტორია მეიჯერელ საქართველოში 2019 წელს ბრენდინგისა და კომუნიკაციების სპეციალისტის პოზიციაზე დაიწყო და რადგან საქართველოს გუნდში მარკეტინგის დეპარტამენტი ჯერ კიდევ არ არსებობდა, დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.

M: გვიამბე მეიჯერელში შენი პირველი პოზიციის შესახებ, რა სირთულეებს წააწყდი დასაწყისში?

მეიჯერელს 2019 წელს ბრენდინგისა და კომუნიკაციების სპეციალისტის პოზიციაზე შემოვუერთდი. მაშინ კომპანიას საქართველოს ბაზარზე ოპერირება ახალი დაწყებული ჰქონდა და მარკეტინგის დეპარტამენტი ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული. პოზიციის ფარგლებში, პასუხისმგებელი ვიყავი ორგანიზაციის შიდა კომუნიკაციების გამართვაზე, თანამშრომლების მოტივაციის ასამაღლებლად სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვაზე, რეკრუტმენტ მარკეტინგის მიმართულებით კამპანიების დაგეგმვა-ორგანიზებაზე.

2020 წელს, კომპანიის ზრდისა და არაერთი წარმატებული პროექტის განხორციელების შემდეგ, მენეჯმენტმა, საბედნიეროდ, მარკეტინგის გუნდის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო; სწორედ ამავე წლის ნოემბერში დამაწინაურეს და ამჯერად დამსაქმებლის ბრენდის განვითარებისა და მარკეტინგის მენეჯერის პოზიცია შევითავსე, დამატებით კი, გუნდის გაზრდის შესაძლებლობაც მომეცა. სწორედ ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა, რადგან სამუშაო პროცესებთან და მიმდინარე პროექტებთან ერთად უკვე გუნდის წევრებზეც უნდა მეზრუნა და ორიენტირებული უნდა ვყოფილიყავი მათ ინდივიდუალურ საჭიროებებსა და სწორ განვითარებაზე.

M: როგორია შენი ამჟამინდელი პოზიცია და რას აკეთებ ახალ ამპლუაში?

2021 წლის აგვისტოში კიდევ ერთი შემოთავაზება მივიღე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის მარკეტინგისა და დამსაქმებლის ბრენდის განვითარების რეგიონალურ დეპარტამენტს უკავშირდებოდა და კვლავ შევიცვალე პოზიცია — პროექტების მენეჯერი გავხდი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთან ერთად, რუმინეთის, ესტონეთის, პოლონეთის და სომხეთის მასშტაბით სხვადასხვა მარკეტინგულ პროექტზე პასუხისმგებელი ვიქნები.

M: საინტერესოა, რას ნიშნავს ეს წარმატება პირადად თქვენთვის და როგორ აისახება ის კომპანიაზე?

რეგიონალურ გუნდში გადასვლა პირდაპირაა დაკავშირებული ახალი ბაზრების აღმოჩენასა და განსხვავებული სეგმენტის შესწავლასთან, რაც კიდევ უფრო მეტი საინტერესო პროექტის დანერგვის შესაძლებლობებს გვიჩენს. გარდა ამისა, ვფიქრობ, ახალი პოზიცია ძალიან კარგ შესაძლებლობას მაძლევს გლობალურ დონეზე საქართველოს წარმოჩენისთვის.

მნიშვნელოვანია ისიც აღინიშნოს, რომ ბოლო 1 წლის მანძილზე, გლობალური თუ რეგიონალური პოზიციების გამოცხადება საქართველოში ძალიან ხშირი მოვლენა გახდა, რაც, ერთი მხრივ, საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი ქართველი კოლეგების ძლიერ პროფესიონალებად პოზიციონირებას უწყობს ხელს და, მეორე მხრივ, მეიჯერელ საქართველოს გუნდის წევრების მიმართ გამოთქმული ნდობის მტკიცებულებას წარმოადგენს.

M: ახალი პოზიცია, როგორც წესი, ახალ მიზნებსა და იდეებს მოიაზრებს; თქვენ რა გეგმებით შეუერთდით ახალ პოზიციას?

ამ ეტაპზე, ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ახალი ინფორმაცია და ცოდნა მივიღო, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი კომპანიისა და ბრენდის განვითარებაა. მსურს, ჩემი გუნდის წევრებთან ერთად კიდევ უფრო მეტად გავაძლიერო რეგიონი და მისი წევრები ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ დავაკავშირო, მივცე საშუალება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, ერთმანეთთან აქტიურად იმუშაონ და გააზიარონ საკუთარი გამოცდილება, რაც თითოეულ მათგანს განვითარების საშუალებას მისცემს.

ჩემი დაკვირვებით, ყველა ქვეყანა ერთნაირი პროექტების დანერგვას ცდილობს, რაც როგორც ადამიანური, ისე დროისა და რესურსის დუბლირებას განაპირობებს; მჯერა, რომ შეგვიძლია, უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ, როგორც ერთმა დიდმა, შეკრულმა გუნდმა. ამასთან ერთად, ყოველდღიური საქმიანობის მნიშვნელოვან ასპექტად მივიჩნევ ბრენდის ინტეგრაციასა და სწორ პოზიციონირებაზე ზრუნვას იმ ქვეყნებში, რომლებშიც მეიჯერელი ოპერაციების დაწყებას გეგმავს.

შემდეგი ერთი წლის მანძილზე, ვგეგმავ, აქტიურად ვიმუშაო რეგიონის დონეზე სხვადასხვა კამპანიის აღსრულებაზე, დამსაქმებლის ბრენდის განვითარების სტრატეგიასა და ახალი საკომუნიკაციო არხების დანერგვაზე, როგორც კომპანიის შიგნით — ისე მის გარეთაც.  ჩემს მთავარ მიზნად კი, რჩება თანამშრომლებისათვის იმ შესაძლებლობის შექმნა, რომ კიდევ უფრო იამაყონ საკუთარი კომპანიით და მეიჯერელი ერთ-ერთ საუკეთესო დამსაქმებლად იყოს აღქმული.

M: მეიჯერელში რამდენიმე პოზიცია შეიცვალეთ, საინტერესოა, როგორ შეაფასებთ კომპანიის ხელშეწყობას თანამშრომელთა პროფესიული ზრდის კუთხით?

მეიჯერელი არის ორგანიზაცია, რომელიც თითოეულ თანამშრომელს საშუალებას აძლევს, აღმოაჩინოს და განივითაროს ახალი უნარ-ჩვევები. დღეს, კომპანიაში, მენეჯერული პოზიციის 97% დაწინაურებული კადრებისგან შედგება — სწორედ ამ ადამიანებმა გააძლიერეს და განავითარეს მეიჯერელ საქართველო. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ტიპის გამოცდილება აქვს ადამიანს, რა იყო მისი წინა სამსახური ან პროფესია, მთავარია ენების ცოდნა, ყველაფერ დანარჩენს კი, თანამშრომლებს ადგილზე შევასწავლით. ძალიან მიხარია, რომ გარდა ოპერაციული დეპარტამენტისა, სხვა ორგანიზაციული ფუნქციებიც საკმაოდ მალე ვითარდება და კომპანია თანამშრომლებს მუდმივი ზრდის შესაძლებლობებს სთავაზობს.

[პარტნიორის კონტენტი]

მოულოდნელი სტუმარი და შობა-ახალი წლის მაგია! – ნახეთ John Lewis-ის 2021 წლის საშობაო რეკლამა!

ბიზნესდაჯილდოება 2021-ის ფინალისტები უკვე ცნობილია