in

იგრძენი მარკეტინგი, როგორც პულსაცია – ნინო სუბელიანი / Spotlight 2016

Spotlight ყოველწლიური მარკეტინგული ღონისძიებაა, რომელშიც ქართველი პროფესიონალები, დაინტერესებულ აუდიტორიას, საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. პროექტის მიზანს საქართველოში ბიზნესის და მასში დასაქმებული ადამიანების განვითარება წარმოადგენს და ის Marketer.ge-ს ორგანიზებით ტარდება.

2016 წლის Spotlight-ზე, ერთ-ერთი სპიკერი „ჯეპრას” კომუნიკაციების კონსულტანტი ნინო სუბელიანი იყო, რომელმაც საკუთარი დაავადების – ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დამარცხების ისტორიაზე მარკეტინგული გადმოსახედიდან ისაუბრა; კიბო გააიგივა ნებისმიერ პრობლემასთან, რომელიც ჩვენს ხარისხიან ცხოვრებას აფერხებს და განვითარების საშუალებას არ გვაძლევს. მან აღნიშნა პრობლემის პირველ სტადიაზე აღმოჩენის, მის შესახებ ინფორმაციის შეგროვების, გამოცდილების გაზიარებისა და საწყის სტადიაშივე, მისი გადაჭრის აუცილებლობა. მარკეტინგი, როგორც მნიშვნელოვანი პროცესი, სხვადასხვა ბიზნეს ორგანიზმისათვის, პულსაციასავით საჭიროა. ინერტულობა, შემგუებლობა, გაუბედაობა, სტერეოტიპული მიდგომები და შიში – ეს ის აშკარა პრობლემებია, რომლებიც, ამა თუ იმ კომპანიის თანამშრომლისათვის, კიბოს უტოლდება.

 

16 წუთიან გამოსვლაში იყო ადგილი მსოფლიო მიდგომების განხილვისთვისაც. საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციები აქტიურად იყენებენ ბლოგების სისტემებს, იმისათვის, რომ ამა თუ იმ დაავადების გადამტანმა თუ დამმარცხებელმა ადამიანებმა, გააზიარონ საკუთარი გამოცდილება, იმავე დაავადების მქონე ან დაინტერესებული პირებისთვის, რაც სპიკერის პირად მაგალითზე, ძალიან სასარგებლო და საჭირო მიდგომაა. გამოსვლა მიგვანიშნებს, რომ აუცილებელია, არსებობდეს მსგავსი პლატფორმები საქართველოშიც, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისთვის და მათ შორის მარკეტერებისთვის, რომლებიც გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობას მოგვცემს, მსგავსი მიდგომა ამა თუ იმ პრობლემის მიმართ დამოკიდებულების, მათი გადაჭრის მეთოდებისა და გზების გაზიარების გზით, გაამარტივებს კომუნიკაციისა და ამა თუ იმ სფეროს განვითარების პროცესს.

ავტომობილის მისტიკური რეკლამა – Toyota-მ შემოქმედებითი შესაძლებლობები ფენტეზის ჟანრში მოსინჯა

#მოიარესაქართველო! – გალფის კამპანია მოგზაურობის მხარდასაჭერად