in

ნინო სურმავა “Anadolu Efes“-ის საერთაშორისო მარკეტინგის სუპერვაიზერი გახდა

„ეფეს საქართველოს“ ბრენდის, ლიმონათი „ნატახტარის“ ბრენდ მენეჯერი ნინო სურმავა “Anadolu Efes“-ის საერთაშორისო მარკეტინგის სუპერვაიზერი გახდა.

გვინდა, სიხარულით გაცნობოთ, რომ ჩვენი გუნდის წევრი, ნინო სურმავა დაინიშნა “Anadolu Efes”-ის საერთაშორისო მარკეტინგის სუპერვაიზერის თანამდებობაზე, ბაზრის განვითარების დეპარტამენტში. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „ეფეს საქართველოს“ თანამშრომელი უერთდება სათავო ოფისის გუნდს, რაც განსაკუთრებით საამაყოა“, – ამბობენ „ეფეს საქართველოში“.

ნინო სურმავა, „ეფეს საქართველოში“,  სხვადასხვა დროს ასევე იყო: PR და ციფრული კომუნიკაციების მენეჯერი,  PR სუპერვაიზერი, ადმინისტრაციული ასისტენტი და მარკეტინგის სპეციალისტი.

ნახეთ: წელს მაიამიში პირველი წყალქვეშა სკულპტურების პარკი გაიხსნება

თაკო ნაცვლიშვილი, მდგრადი მოდის მიმართულებით, „ფაბერის“ ბრენდის ელჩი გახდა!