2
Sep
2019

სმარტფონები მარიოს ნამდვილ რბოლაში ჩაებნენ! – Nintendo-ს რეკლამა

2 Sep 2019



სულ მალე, გეიმინგ სამყაროში “ნინტენდოს” ახალი ვერსია გამოჩნდება, სმარტფონების მომხმარებლებისთვის. ამასთან დაკავშირდებით, კომპანიამ რეკლამა გამოუშვა. “ნინტენდო” 1889 წელს დაარსდა, თუმცა, ციფრული თამაშების ინდუსტრიაში თითქმის ასი წლის შემდეგ გადაერთო და 90-იანების თაობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშიც შექმნა. ახალი რეკლამის სიუჟეტის მიხედვით, პერსონაჟები რეალურ სამყაროშივე ხდებიან ქაოსური Go-Kart რბოლის მონაწილეები. რეკლამა სააგენტო TBWA\Chiat\Day Los Angeles-სთან და Google Play-სთან ერთად შეიქმნა.

თუკი რეკლამას კარგად დააკვირდებით, ის გაჯერებულია “ნინტენდოსთვის” დამახასიათებელი ელემენტებით. მაგალითად, 0:02 წამზე მოქმედება ხდება კაფე Koopa-ში, რომელიც მარიოს სამყაროსთვის შეიქმნა. წარწერა კაფეს კარზე “Est. 1992” Mario Kart-ის პირველ თამაშზე მიუთითებს, სახელწოდებით Super Mario Kart, რომელიც 1992 წელს გამოვიდა. 58-ე წამზე კი რკინის ფულით სავსე ქილა ფეთქდება, რაც მარიოს თამაშის მოყვარულებისთვის ნაცნობი მომენტია. ვიდეორგოლში სხვა სიმბოლური დეტალებიცაა, რომლებსაც Nintendo-ს მოყვარულები ადვილად ამოიცნობთ. თამაში ხელმისაწვდომი 25 სექტემბრიდან გახდება.

განხილვა