Nintendo-ს სათამაშო მოწყობილობით, ალბათ, ერთხელ მაინც გითამაშიათ. ამ მოწყობილობების იდენტიფიცირება კი თაობებით შეგვიძლია, რადგან ბრენდის ისტორია 100 წელზე მეტს ითვლის. თუ მათი გულშემატკივარი ხართ, თქვენთვის მეტად საინტერესო ამბავი გვაქვს და თუ არა, აქ მაინც ნახავთ იმას, რაც თქვენს ყურადღებას მარტივად მიიპყრობს.
ოქტომბერში იაპონიაში Nintendo Museum იხსნება, რათა მომხმარებლებს თავიანთი 132-წლიანი ისტორიის შესახებ მოუყვნენ. იმ პერიოდიდან, როცა 1889 წელს ე. წ. სათამაშო ჰანაფუდას ბარათებს ქმნიდნენ. მას შემდეგ დიდი ევოლუცია გაიარეს, ამიტომ მათგან ინტერაქციულ ისტორიის გაკვეთილებს უნდა ელოდეთ. აქ მრავალი თამაშითა და ტექნოლოგიებით სავსე სივრცე დაგხვდებათ, ასევე, ბევრი ხელნაკეთი ნივთით და საჭირო ატრიბუტიკით, რათა საკუთარი ბარათებიც კი გააკეთოთ.
Exhibition Building 1-ის პირველ სართულზე 8 ინტერაქციულ სათამაშო სივრცეს შეხვდებით, თითოეული სტუმარი ბარათს მიიღებს, რომელიც 10 ციფრულ მონეტას შეიცავს… Shigureden SP თქვენი ჭკვიანი მოწყობილობით Hyakunin Isshu-ს პოემების შესწავლის საშუალებას მოგცემთ. Ultra Hand SP და Ultra Machine SP-ის ოთახებში ბურთების სროლას შეძლებთ, Zapper & Scope SP მარიოს სამყაროში გამოგზაურებთ. შეგიძლიათ ნინტენდოს თამაშები ისეთ სივრცეებშიც ითამაშოთ, როგორებიცაა Game & Watch SP, Nintendo Classics და Big Controller.
მეტიც, თუ გაინტერესებს, რამდენად უხდებით თქვენ პარტნიორს ამის გასაგებად აქ Love Tester SP დაგხვდებათ.
მეორე სართულზე კი მუზეუმია, სადაც ყველაფერი იქნება გამოფენილი, რაც Nintendo-ს წლების მანძილზე შეუქმნია, იქნება ეს ბარათები, სამაგიდო თამაშები, კონსოლები თუ თამაშები. თუმცა სანამ სტუმრობას გადაწყვეტთ, მანამდე შეგიძლიათ Nintendo-ს მუზეუმი შორიდან დაათვალიეროთ: