in

როგორ მივიდა Nintendo დღევანდელ ლოგომდე?

Nintendo-ს ლოგო მომხმარებლებს ერთ რამეს ეუბნება — დიახ, იდეა თავდაპირველად სრულ სიგიჟედ შეიძლებოდა მოგჩვენებოდათ, მაგრამ გვენდეთ. ჩვენ მარიო შემოგთავაზეთ, გახსოვთ?

თუ ფიქრობთ, რომ ამ ლოგოს შექმნის ისტორია Nintendo Entertainment System-ის (NES) გაშვებით იწყება, 100 წლით ჩამორჩებით მოვლენებს, მაგრამ თამაშის ნაწილში მაინც მართალი ხართ — 1889 წელს მეწარმე ფუსაჯირო იამაუჩიმ კიოტოში ჰანაფუდას სათამაშო კარტები გამოსცა. ფუსაჯიროს ორიგინალი ლოგო კი წითელი დეტალებითა და იაპონური სიმბოლოებით (nin, ten, do) მარლბოროს მოგაგონებთ:

კითხვაზე, თუ ზუსტად რას ნიშნავს ეს სახელი, დღეს ადამიანებს ერთი პასუხი არ აქვთ. New York Times-ის 1955 ჩანაწერში ვკითხულობთ, რომ: აბსტრაქტული გამოთქმაა, რომელსაც არც იაპონურ და არც ინგლისურ ლექსიკონებში ზუსტი თარგმანი არ მოეძებნება, მაგრამ თითქოს აჩენს გრძნობას, რომ ეს არის კორპორაცია, რომლის ბედიც ღმერთზეა დამოკიდებული.

და როგორც ჩანს, ღმერთებმაც მოიწონეს ეს საშიში მოგზაურობა. Nintendo-მ ფინანსურ წარმატებას მიაღწია და იაპონიაში ბანქოს ყველაზე დიდი მწარმოებელიც გახდა. მას უკვე საერთაშორისო იდენტობა სჭირდებოდა. Nintendo-ს სულისკვეთებით კი ლოგოს ადრეული იდეა გაოცებასა და სიამოვნებისკენ არის მიდრეკილი.

ხოლო ლოგოს პირველი განახლება 1950 წელს ისეთივე მარტივი მეთოდით მიიღეს, როგორიც კარტზე ასახული შავი გულია. ამას კი უკვე 60-იან წლებში ელეგანტური ასოების მქონე ლოგო მოჰყვა. ხოლო გამოყენებული სკრიპტის ვერსია იმ ეპოქის ავტომობილების ტიპოგრაფიულ ვერსიას ასახავდა:

თუმცა ბარათების გამოყენება Nintendo-სთვის მეტად მოძველდა, რის გამოც ინოვაციებს მიმართეს. თავდაპირველად მეტად მოკრძალებული გზებით, იმ იდენტობით, რომელსაც ზემოთ ხედავთ, შემდგომში კი შეფუთვაზე წითელი ლოგო გამოჩნდა, რომელშიც უკვე გაბრტყელებულ t-ს ვხედავთ. 

Nintendo-მ სამუდამო ლოგო იპოვა!

როგორც იქნა, მრავალი ექსპერიმენტის შემდეგ, Nintendo-მ იპოვა ნიშანი, რომელმაც ბრენდის იდენტობა მომდევნო 6 ათწლეულის მანძილზე განსაზღვრა. თუმცა სანამ იმ სახით წარმოგვიდგებოდა, რომლითაც დღეს ჩვენ მისი გახსენება შეგვიძლია, იდეალურად ესადაგებოდა ე. წ. მომხმარებელთა პიქსელურ ერას. 

1970-იან წლებში კი იაპონიაში პირველად ელექტრონული ტექნოლოგია სათამაშოებთან გააერთიანა, ამან გზა გაუხსნა Duck Hunt-ს, რასაც შემდგომში მოჰყვა Game & Watch-ის, Donkey Kong-ისა და სხვა თამაშები. ყველაფერი ერთი ლოგოს ქვეშ კეთდებოდა და მომხმარებელთა გონებაშიც იკავებდა ადგილს. ხოლო მისი რეტრო ხასიათი დღეს მეტად რთულს ხდის იმის წარმოდგენას, თუ რამდენად თანამედროვე და ახალი შეიძლებოდა ყოფილიყო ის იმ დროისთვის…

ამგვარად, ერთადერთ მნიშვნელოვან დამატებად მხოლოდ ® ნიშნული რჩება:

ლოგოს ცვლილებისას კომპანიები თუ ხშირად უშვებენ შეცდომებს, Nintendo-ს მხოლოდ ერთ რამეზე შეუძლია ილაპარაკოს — 2004 წელს ლოგო ნაცრისფერი გახადა, ეს, სავარაუდოდ, გათანამედროვების მცდელობა იყო, თუმცა რეალურად მხიარულების ანტითეზა შემოგვთავაზა, ანუ სრულიად საპირისპირო გახდა ვიზუალურად იმისა, რასაც კომპანია რეალურად გვთავაზობდა. 

თუმცა საბედნიეროდ, 2016 წელს კომპანიამ არჩეული კურსი შეცვალა და ლოგო კვლავ წითელი გახდა:

დაბოლოს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხომ გახსოვთ, მათ მარიო რომ გვაჩუქეს?!

„მკითხველის საბა“ — უნიკალური სიახლე ლიტერატურული პრემია „საბას“ ავტორებისა და ლიტერატურის გულშემატკივრებისთვის

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში, დიზაინერ თაკო მექვაბიძის და m2-ის კოლაბორაციული პროექტი შედგა