in

1-6 სექტემბერს, ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება !

გელა კანდელაკი1-6 სექტემბერს, ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მეექვსედ გაიმართება. მიუხედავად ახალზარდა ასაკისა, ფესტივალმა ანიმაციის სამყაროში დიდი პოპულარულობა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ “ნიქოზის” ფესტივალზე ანიმაციური ფილმების ჩვენებების გარდა, სემინარებითა და საუბრებით, გამოცდილების გაზიარებაც ხდება. დეტალური ინფორმაციისთვის მარკეტერი ფესტივალის ორგანიზატორს გელა ჩარკვიანს ესაუბრა.

M: როგორ გაჩნდა ფესტივალის ჩატარების იდეა ? 

სანამ ნიქოზისა მეუფე ისაია ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი გახდებოდა, მანამდე მასთან დიდი ურთიერთობა მქონდა. საერო ცხოვრებაში ის ჩემი სტუდენტი იყო, ჩემთან დაამთავრა ანიმაციის ფკულტეტი. როცა მეუფე გახდა, მერეც გავაგრძელეთ მეგობრული ურთიერთობა. დაისვა საკითხი რა შეიძლებოდა გაკეთებულიკო ამ ხრიოკ ადგილას. გავიხსენეთ, რომ ეკლესიას გარდა სასულიერო ფუნქციისა, საგანმანათლებლო ფუნქციაც ჰქონდა. მეუფე კარგი მხატვარი და ანიმატორია, ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა სახელოვნებო სკოლა. რაღაცას ვწვალობდით, ვაგროვებდით, მაგრამ 2008 წელს ომის დროს ეს ყველაფერი განადგურდა. ნიქოზი აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში, რადგან ნიქოზი, ფაქტობრივად, არის ქალაქ ცხინვალის გარეუბანი. ამ სკოლის აღდგენაში პოლონეთის ელჩმა ძალიან დიდი როლი ითამაშა. შეყვარებული იყო ამ სოფელზე. თავისუფალ დროს ამოდიდოდა და ნიქოზელ ქალბატონებთან ერთად საუბრობდა, მღეროდა. ეს სკოლა რომ ჩამოყალიბდა, იაპონიისა და ამერიკის საელჩოსაც დიდი წვლილი მიუძღვის. აშენდა არაჩვეულებრივი სკოლა. ახლა ამ სახელოვნებო სკოლაში 5 სოფლის 120-მდე ბავშვი სწავლობს.

ლოგოთუ არ ვცდები პოლონელების იდეა იყო ამ მშვენეირ ადგილას ფესტივალი რატომ არ უნდა ჩატარდესო?!  მეუფე ისაიამ აიტაცა, მეც ავყევი და ასე დაიწყო ეს ყველაფერი.

მეუფე ისაიამ თავისი საცხოვრებელი, მეთერთმეტე საუკუნის სასახლე აღადგინა და ფესტივალს კარი გაუხსნა. ის რომ ამ ფესტივალის მასპინძელი მონასტერია, ამან ნაწილობრივ თემატიკაც განაპირობა. ჩემს შემოქმედებაშიც წინააღმდეგი ვარ ვულგარულობის, იაფფასიანი მხატვრული ღირებულების. პოლნელმა ერთმა სტუმარმა თქვა, აი ჩემი ფილმები სად უნდა ტრიალებდეს.

შეჯიბრება გამოირიცხა, ვერ ვიტანთ ამ მომენტს. პირველმა სტუმრებმა გვითხრეს რომ ასე უკონკურსოდ ვერ გაძლებთ, მსგავსად მაქსიმუმ 1 ფესტივლას ჩაატარებთო. საბედნიეროდ მთელი მსოფლიო მონატრებული ყოფილა მართლა ჭეშმარიტ ზეიმზე ყოფნას. დეფიციტი აქვთ. მათივე ფრაზებია: “სხვა ფესტივალზე ჩვენ მტრები ვართ, აქ ჩვენ ვართ მეგობრები”. ამ ფესტივალმა შექმნა დიდი ხიდი მთელ მსოფლიოში. ეს ფესტივალი გახდა მსოფლიო ანიმატორებისთვის ყველაზე სასურველი და სამაგალითო. ეპითეტებს ამბობენ, რომ “ეს არის ფესტივალების ფესტივალი”, ზოგი ამბობს რომ “ეს არის ანტიფესტივალი”, შეჯიბრის და წითელი ხალიჩების გარეშე. ადამიანის ფაქტორი იწევს წინ და ეს ხდება მათთვის დიდი ხიბლის მატარებელი.

M: ვის შეუძლია ფესტივალში მონაწილეობის მიღება ? 

ამ ფესტივალზე არ აქვს მნიშვნელობა როდისაა გადაღებული, ვის მიერაა გადაღებული, შეიძლება არც იყოთ პროფესიონალი, მთავარი სულიერი ღირებულებებია.

გადაჭარბების გარეშე შეიძება ითქვას, რომ აქ არის ხელოვნების ზეიმი.

აღსანიშნავია, რომ ფესტივაზლე დასწრება თავისუფალია. ტრანსპორტი ვარდების მოედნიდან გადის ნიქოზის მიმართულებით. განრიგისა და დეტალების ნახვა ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე შეიძლება

https://www.facebook.com/InternationalAnimationFilmFestivalNikozi/

Samsung Georgia – განცხადებას ავრცელებს

“სტარტაპ საქართველოს” 20 გამარჯვებული სტარტაპი და 100 000 ლარი თითოეულის განვითარებისთვის