in

Nirvana-ს ლოგოს საავტორო უფლებებს ედავებიან

Nirvana-სთან დავა ალბომის, Nevermind-ის გარეკანით არ დამთავრებულა. თუ ადრე ბავშვთა კომერციულ და სექსუალურ ექსპლუატაციას ედავებოდნენ, ამჯერად, მათ ლოგოს საავტორო უფლებების მითვისებაში სდებენ ბრალს. დიახ, ზუსტად იმ ლოგოზე, რომელიც ჯგუფს გაღიმებული 1991 წლიდან დღემდე წარმოადგენს.

BOG
BOG

დავა მაისურების გამო დაიწყო. 2018 წელს Nirvana-მ მოდის დიზაინერ მარკ ჯეიკობსს უჩივლა. მან, გამიზნულად, Nirvana-ს ლოგოს მსგავსი გამოსახულებებით მაისურები გამოუშვა. რეალურად კი არ ჰქონდა უფლება გამოეყენებინა ლოგო, რომელიც ჯგუფის მთავარი შემსრულებლის კურტ კობეინის მიერ იყო შექმნილი. ამ ფაქტმა უამრავი ადამიანი დააინტერესა, მათ შორის არის რობერტ ფიშერიც, Nirvana-ს ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი.

მოსალოდნელი იყო, რომ ფიშერს დავაში რომელიმე მხარე აერჩია, მაგრამ მან სრულიად ახალ საკითხზე წამოიწყო დავა. იგი Nirvana-ს ლოგოს საავტორო უფლებებზე ედავება. ამბობს, რომ ლოგო თვითონვე შექმნა და არა კურტ კობეინმა. მისივე ადვოკატის განცხადებით, ფიშერმა Nirvana-ს ალბომზე Nevermind იმუშავა, სადაც 1991 წელს, პირველად გამოჩნდა აღნიშნული ლოგო. მეტიც, ჯგუფისთვის მაისურის შექმნა დაევალა, რაზე მუშაობაც ფიშერმა, მსგავსი სმაილის ვარიაციებით, ოტისის კოლეჯში სწავლისას დაიწყო. 

თუმცა, ამის პარარელურად, Nirvana-ს ადვოკატები აცხადებენ, რომ ლოგო კურტ კობეინმა შექმნა. შექმნიდან 2 წლის შემდეგ კი, სრული საავტორო უფლებებიც მოიპოვა.

ასევე, უჩნდებათ კითხვა: თუ მართლაც ფიშერის შექმნილი იყო, რატომ არ გამოხატა ინტერესი ლოგოს არსებობის 30 წლის მანძილზე? ადვოკატის განცხადებით, ფიშერმა არ იცოდა, თუ Nirvana ლოგოს შემქმნელად, მის ნაცვლად, კურტ კობეინს ასახელებდა. დღეს კი, მას საავტორო უფლებები სჭირდება, რათა სწორედ ამ ლოგოს შექმნით გახდეს ცნობილი.

რატომ იბადებიან ადამიანები ძირითადად ღამით?

კრეატიული სააგენტო “მავერიკი” Monday.com-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა