in

Nissan-ის ფუმფულა რობოტების კონცეფცია

ბავშვთან ერთად მარტო მგზავრობა არც ისეთი მარტივი ამბავია, რადგან არავინ ჰყავს გვერდით ისეთი, ვინც მის გართობას შეძლებს. ამიტომ, ხშირად სათამაშოებს ციფრული ტექნოლოგიები ანაცვლებს. ეკრანთან გატარებული დროის მავნე ზემოქმედებაზე კი ბევრი რომ არ ვისაუბროთ, Nissan-ის პატარა ფუმფულა რობოტების კონცეფციას გაგაცნობთ — Iruyo მანქანის სავარძელში მოთავსებული პატარებისთვის მგზავრობას მეტად სახალისოს გახდის. თეთრ, წითელ და ვარდისფერ ფერებში გვხვდება და ისეა დაპროგრამებული, რომ ხმოვანი ბრძანებები გაიგოს. მძღოლს შეუძლია უთხრას: play peek-a-boo და Iruyo ბავშვის წინ შესაბამისი ჟესტებით სიმღერას დაიწყებს.

ნისანის ფუმფულა სათამაშოს მრავალი სენსორი და საკომუნიკაციო მოწყობილობა აქვს, რათა მშობლებისთვის მეტად პრაქტიკულ და უსაფრთხო რობოტად იქცეს. თანაც ორი არჩევანი აქვთ — Baby Iruyo, რომლის მოთავსებაც მძღოლთან ახლოს შეიძლება, მაგალითად ჭიქის დამჭერში და უფროსი Iruyo, რომელიც უკან სავარძელზე ბავშვის წინ შეგიძლიათ მოათავსოთ. 

კონცეფციაზე ავტომწარმოებელმა Akachan Honpo-სთან ერთად იმუშავა.

 

AI-ს საბაკალავრო პროგრამა BTU-ში აკრედიტაციის პროცესშია

როგორ მოვაგვაროთ ოპერატიული მეხსიერების პრობლემა Chrome-ში?