21
Feb
2018

ავტომობილი-თოვლმავალი! – Nissan-ის ახალი მოდელი

21 Feb 2018

veon
veon


ჩიკაგოს ავტოშოუზე Nissan-მა ახალი მოდელი წარადგინა, 370Zki, იგივე 370Ski. მანქანა ნამდვილად უჩვეულო კონცეფციისაა – ბორბლების ნაცვლად, თხილამურებითა და “მუხლუხოებითაა” აღჭურვილი. 332 ცხენის ძალა, 3.7 ლიტრიანი 6 ცილინდრიანი ახალი ნისანი მოხერხებულად მოძრაობს თოვლიან და ყინულიან გზაზე. იდეა ნამდვილად საინტერესოა და პრინციპში, არც ისე მოულოდნელი მუდამ ორიგინალობის მოყვარული ნისანისგან, რომელმაც ხელმისაწვდომი გახადა ელექტრომობილი Nissan Leaf-ის სახით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი იდეა, ასიოდე წლის წინ, ფორდს უკვე ჰქონდა და განახორციელა კიდეც.

განხილვა