11
აგვ
2017

Nissan-მა Skyline-ის ტესტ დრაივის მარშრუტი ღორის ნახატის მიხედვით შექმნა!

11 აგვ 2017

Nissan-ის ახალი სარეკლამო კამპანიის ავტორი, არც მეტი, არც ნაკლები, თვით “ხელოვანი” და ხატვის ნიჭით დაჯილდოებული საყვარელი ღორია. კომპანიამ თავისი 60 წლიანი ისტორიის მქონე მოდელ Skyline-ის იუბილესთან დაკავშირებით, ყველაზე უჩვეულო ტესტ დრაივი მოაწყო. პირველ რიგში, ბრენდის რჩეულმა ღორმა, ფუნჯისა და ფერადი საღებავების დახმარებით, ჯერ გზის ტრაექტორია დახაზა, შემდეგ კომპანიამ ნამუშევრის პროტოტიპი რეალურად შექმნა და მის გამოსაცდელად პროფესიონალი მძღოლიც კი მოიწვია. ნამუშევარი და გზაც იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ თავიდან​ მრბოლელსაც კი გაუჭირდა მისი გავლა, თუმცა, Skyline მანევრირების უნარითა და სიმძლავრის წყალობით, ასეთ წარმოუდგენელ დავალებებსაც კი მარტივად ართმევს თავს.

BOG PLUS

 

განხილვა