in

„ნისე” – შენი სახლის კეთილი მცველი

არსებობს გარემო, რომელშიც შესვლისთანავე გრძნობ: სიმშვიდეს, სიმყუდროვეს, სითბოს…ასეთი გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ თქვენი სახლის მცველი ნისე.

ნისეს ფილიალები ადგილებია, სადაც ნივთები განსაკუთრებით არის შერჩეული, თითქოს ვინმე უხილავად ზრუნავს თითოეულ დეტალზე/შტრიხზე.

ამ ადგილებში ცხოვრობს ნისე – კეთილი გნომი სკანდინავიური მითოლოგიიდან, რომელსაც სილამაზე, გნომური ჯადოსნობა და სიმყუდროვე შემოაქვს თქვენი სახლებში.

გნომს მარტივი მისია აქვს თქვენთან, დაგეხმაროთ ისეთი გარემოს შექმნაში, რომელშიც თითოეულ ნივთს თავისი ამბავი ექნება და დღე სიმყუდროვის შეგრძნებით დაიწყება.

რას გთავაზობთ ნისე

ნისე გთავაზობთ შერჩეულ ნივთებს თქვენი სახლის ინტერიერისთვის, დეტალებს, რომლებსაც შეუძლია თქვენი განწყობის შეცვლა.

ნისეს ასორტიმენტში შეხვდებით თქვენი სახლისთვის გამორჩეულ აქსესუარებს, დეკორატიულ ნივთებს, ჭურჭელს, სამზარეულო აქსესუარებს, გამორჩეულ ხელნაკეთ სამაგიდო თამაშებს, როგორც ევროპული ბრენდებისგან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან; ასევე, ხარისხიან, გამორჩეულ და  ხელმისაწვდომ ფასად ნივთებს, რათა ყველამ შეძლოს საკუთარი სახლის გაცოცხლება სტილით, კომფორტითა და სითბოთი, რომ შენი ყოველდღიურობა სახლში უფრო ხალისიანი გახდეს.

სად ცხოვრობს ნისე

დღეს ნისე უკვე ერთი წლისაა და ორი ფილიალი აქვს, პეკინის 27-სა და გლდანი მოლში, რომლებშიც ყოველდღიურად იზრდება პატარა ისტორიები, იმ ადამიანების, რომლებიც ავსებენ თავიანთ სივრცეს ნისეში შერჩეული სახლის აქსესუარებით და სახლში  შეაქვთ გამორჩეული  და განსხვავებული სტილი.

ეს მხოლოდ დასაწყისია

ნისეს მოგზაურობა გრძელდება – მალე გნომი კიდევ უფრო ბევრ სახლში შეაღწევს. ნისე ფიქრობს ახალი ფილიალების გახსნაზე და გამორჩეული ახალი ბრენდების, ნივთების ჩამოტანაზე. მისი ჩანთა უკვე მზად არის ჯადოსნობით, ფერებით, სითბოთი, რომელსაც სულ მალე თქვენს სახლშიც შემოიტანს.

[პარტნიორის კონტენტი]

უოლტონ გოგინსი Doritos-ის რეკლამაში სექსუალური სანტექნიკოსის როლს ირგებს

„მაქრო ქონსთრაქშენმა“ კორეულ არქიტექტურულ კომპანია HEERIM ARCHITECTS & PLANNERS-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა