in

“ყველა ადამიანმა სწორად უნდა შეარჩიოს პროფესია“-ნიცა ჩოლოყაშვილი

ნიცა ჩოლოყაშვილი ბორჯომის პიარ მენეჯერი

“ყველა ადამიანმა სწორად უნდა შეარჩიოს პროფესია“

ნიცა ჩოლოყაშვილი ბორჯომის პიარ მენეჯერიკომპანია „ბორჯომის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნიცა ჩოლოყაშვილი თვლის რომ წარმატებისთვის აუცილებელია ადამიანს უყვარდეს თავისი საქმე და არ უნდა აკეთებდეს რაღაცას მოვალეობის მოხდის, ან ხელფასის მიღების მიზნით.  მსგავს შეხედულებას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ მისი თავდაპირველი ხელფასი გარკვეული ხნის განმავლობაში თვეში ჯერ 17, შემდეგ კი 25 ლარი იყო.

მუშაობა 1995 წელს, მეორე კურსზე, მაშინდელ პირველ არხზე, ანალიტიკურ გადაცემა-დღეში, ჟურნალისტად დაიწყო. ათი წლის მანძილზე მუშაობდა საინფორმაციო გადაცემის ჟურნალისტად სხვადასხვა არხებზე. 2005 წლიდან კი კვალიფიკაცია შეიცვალა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტად ჩამოყალიბდა. ჯერ პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში, 2006 წლიდან კი  კარიერა  „ბორჯომში“ გააგრძელა. თვლის, რომ ეს ის კომპანიაა სადაც ყოველთვის ისურვებდა მუშაობას. მოსწონს სფერო, პროდუქტი და ბედნიერია, რომ სწორედ ამ კომპანიაში მიიწვიეს. „ბორჯომში“ მუშაობის 6წლის მანძლზე ამბობს, რომ  უამრავი შემოთავაზება ჰქონია, მაგრამ არასდროს არ გაჩენია სხვაგან წასვლის სურვილი.

ჩვენმა რესპოდენტმა თავისი ერთი ჩვეულებრივი საქმიანი დღე ასე აგვიღწერა: „დილიდან მთელი დღის მანძილზე ინფორმაციის მონიტორინგი, პროექტების დაგეგმვა და არსებული პროექტების მონიტორინგი, ურთიერთობები ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებთან ან ჩემს კოლეგებთან, პროექტების ბიუჯეტების მონიტორინგი, დოკუმენტაციის წესრიგში მოყვანა, შეხვედრები, საზღვარგარეთ არსებულ ჩვენს ოფისებთან ურთიერთობა, მათთვის პრ აქტივობების დაგეგმვა, არსებული პროექტების მონიტორინგი  და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.“

ყოველდღიური 8 საათიანი მუშაობის შემდეგ, განტვირთვის მიზნით ის ხშირად სტუმრობს ხოლმე აბაშიძის ქუჩის კაფეებს, ასევე მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრებს. საქართველოს მასშტაბით ბორჯომის გარდა წარმატებულ კომპანიად მიაჩნია თიბისი ბანკი და ალბათ გასაკვირი არ იქნება, რომ თავად რესპულიკა ბანკთან ერთად თიბისის მომხმარებელიცაა, მობილური ოპერატორებიდან ირჩევს მაგთის, რომელთანაც კომპანიას(ბორჯომს) კორპორატიული ხელშეკრულება აქვს დადებული. აქვს Iphone 4, ავტომობილებიდან ირჩევს ფორდ ფოკუსს. უყურებს განურჩევლად ყველა არხს, ძირითადად საინფორმაციო გადაცემებს. სატელევიზიო რეკლამებიდან ყველაზე მეტად დაამსახსოვრდა ბორჯომის-„გათავისუფლდი ზედმეტისაგან.“ პროდუქტს ძირითადად გუდვილში ყიდულობს, „თუმცა ხილს და ბოსტნეულს აუცილებლად ბაზარში.“

საქართველოს ბიზნეს სექტორში ისურვებდა მძაფრ და ჯანსაღ კონკურენციას, რაც თავისთავად ხარისხიანი პროდუქციის შექმნის გარანტია.

თვლის რომ შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ და საყავრელ ფრაზად ამ დებულებასთან ერთად ირჩევს „არასდორს თქვა არასდროს“. სამომავლოდ  ახალგზარდებს ურჩევს  კარგად დაფიქრდნენ პროფესიის არჩევამდე, ხოლო ვინც იმავე პროფესიას აირჩევს, რაც თავად აქვს არჩეული აფრთხილებს, რომ 24 საათიანი სამუშაოა და ამ საქმეში არ არსებობს ფრაზა: ჩემი სამუშაო დრო დასრულებულია. „ეს მძიმეა, თუმცა თავიდან ბოლომდე მისაღებია იმ პირობებში, როცა ნამდვილად გიყვარს შენი საქმე.“

სოციალური მედია მტკვარში დასახრჩობ სიდედრს ემსგავსება!

ფერადი სათვალეები და იმედგაცრუებული კრიტიკოსები