თუ გიცდიათ ზღვის სანაპიროზე მყოფი ბავშვის დამცავი კრემის წასმაზე დაყოლიება, იმასაც მიხვდებით, რაში დასჭირდა Nivea-ს უზარმაზარი ატრაქციონის დამზადება.
ბავშვებს წყლისა და ქვიშის დანახვისთანავე გართობა უნდებათ, დამცავის წასმა კი მათთვის დამღლელი და ხანგრძლივი პროცესია. ამის გამო, პატარების კანის დასაცავად მშობლებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ.
კანის კიბოთი დაავადებულთა რაოდენობით სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში ყველაზე დიდი მაჩვენებელი ფიქსირდება. მზის სხივების მიმართ კი ბავშვები განსაკუთრებით მგრძობიარენი არიან. ამიტომ, ატრაქციონის, სახელად “SunSlide”, განსათავსებლად Nivea-მ სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი სანაპირო Camps Bay შეარჩია. სასრიალო ატრაქციონის ზედაპირზე დღეში 50 ლიტრ მზისგან დამცავ საშუალებას ასხამენ, სპეციალური მოწყობილობის საშუალებით კი დაღმართზე დაშვებულ ბავშვებს ეს კრემი ტანზე ესხმევათ.
სარეკლამო სააგენტო FCB-ს მიერ მომზადებულ ვიდეორგოლში ნახავთ, თუ რამხელა ჟრიამული გამოიწვია Nivea-ს სარეკლამო კამპანიამ სანაპიროზე.
ამ სახალისო სასრიალოთი საათში 100-ზე მეტი ბავშვი სარგებლობს და მზისგან ყველა მათგანი დაცულია. კანზე კრემის სასურველი დოზით მოსახვედრად ერთი დაშვებაც საკმარისია.
Nivea-მ ბავშვების დასაცავად მართლაც ყველაზე სახალისო გზას მიაგნო.