in

Nivea-ს რეკლამა, რომელიც მობილურს ტენის

თუ შეგხვედრიათ ისეთი რეკლამა, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში გამოიყენებდით? ან რეკლამა,  რომელიც ნივთია და თან ძალიან საჭირო.

ბრაზილიურმა სარეკლამო სააგენტო Giovanni+DraftFCB-მ  Nivea-ს  ახალი სარეკლამო პოსტერი დაუმზადა, რომელიც მომხარებელს სთავაზობს  Nivea-ს  მზის დამცავი საშულებების გამოყენებას და თან ტელეფონის სატენის როლს ასრულებს. ის მზის ენერგიით იკვებება და ძალიან საჭირო ნივთია მათთვის, ვინც სანაპიროზე ბევრ დროს ატარებს ან დასასვენებლადაა წასული.

იდეა დასაფასებელია,   Nivea  გვიცავს მზისგან და საშუალებას გვაძლევს მთელი დღე ზღვის პირზე გავატაროთ,  თამამად გადავიღოთ ბევრი ფოტოები და არ ვიზრუნოთ ტელეფონის სატენზე.

 

 

მულტიკულტურული რეკლამა

პიერს შრეიბერის ექსკლუზიური ინტერვიუ Jumeirah Group