ცისფერი ყუთი თეთრი ლენტით და სახელი, რომელზეც უამრავი ქალბატონი ხშირად ოცნებობს – Tiffany & Co. ალბათ უმრავლესობა ერთხმად აღიარებს, რომ სამკაულების წარმოებაში ეს კომპანია ერთ-ერთი საუკეთესოა. ცოტა ხნის წინ, ბრენდმა პროდუქციის გამრავალფეროვნება გადაწყვიტა და მომხმარებელს ყოველდღიური ხმარების ნივთები შესთავაზა, თუმცა, რამდენად “ყოველდღიურ” ფასად, ეს უკვე თავად განსაჯეთ. მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო ჩოგნები ან თუნდაც ჩვეულებრივი სახაზავი თავისი ფასი ძვირფასი სამკაულისას ნამდვილად არაფრით ჩამოუვარდება. ყველაზე ხელმისაწვდომი რაც შეიძლება Tiffany & Co.-ს “ყოველდღიურ” კოლექციაში ნახოთ, ეს ერთჯერადი, ქაღალდის ჭიქებია, რომელთა ღირებულებაც $95-ს შეადგენს.
$95
$650
$450
$1,000
$425
$300
$9,000
$350
$275