მართალია, ვიცით, რომ წყლის მიღება აუცილებელია, მაგრამ ძალიან ცოტა ჩვენგანი თუ აკეთებს ამას ისე, როგორც საჭიროა… უფრო აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანები მეტად ითვალისწინებენ ამ საკითხს, მაგრამ ხშირად მათაც კი არ იციან, რა ინტერვალით ან რა რაოდენობით უნდა მიიღონ სითხე. სწორედ ამ ინფორმაციას მოგაწვდით სენსორი, ამისთვის თქვენ უბრალოდ ხელზე ე. წ. პატჩი უნდა დაიკრათ მანამ, სანამ სირბილს ან ვარჯიშს დაიწყებთ.

საერთო რჩევა დღეში 8 ჭიქა ან 2 ლიტრი წყლის დალევაა, თუმცა, როცა ჩვეულებრივზე უფრო აქტიური ცხოვრების წესი გაქვთ, წყლის რაოდენობასა და მის რეგულარულად მიღებას სულ სხვა საზომები აქვს. ამ საკითხს კი ართულებს ის, რომ ადამიანებს განსხვავებული ჰიდრატაციის მოთხოვნილებები აქვთ. სწორედ ამიტომ, Nix Hydration Biosensor მეცნიერებასა და ტექნოლოგიას მიმართავს, მსგავსად, გეტყვით, რამდენი წყალი სჭირდება თქვენს სხეულს.

დიახ, ეს იმას ჰგავს, რასაც ჭკვიანი საათები გულისცემის გაზომვისას გვთავაზობენ. თუმცა ამჯერად იგი ორგანიზმში სითხის რაოდენობას აკვირდება და ელექტროლიტებს, რომლებიც ოფლის სახით გამოიყოფა. ამ ინფორმაციას კი ჩვეულებრივ სმარტფონის დახმარებით მიიღებთ.















