პანდემიური შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, Durex ადამიანებს მოუწოდებს, არ დაუბრუნდნენ ძველებურ ნორმას, რადგან ის, რასაც ნორმალურად იწოდებოდა, სულაც არ იყო საკმარისი. კამპანია ადამიანებს იმ ნორმაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს, რაც პარტნიორის დაცვას არ უზრუნველყოფს. კამპანია მაისის თვეში დაიწყო და პრინტ რეკლამის სახით გავრცელდა, ახლა კი, Durex-ის ვიდეორგოლის ნახვაც შეგიძლიათ, რომელზეც სააგენტომ Havas London იმუშავა.