in

No BS Pillow ბალიშის განსხვავებულ კონცეფციას გვთავაზობს

ერთი შეხედვით აქ დიდად არაფერია განსხვავებული, ფორმაც თითქოს ძველებურს ჰგავს და ნაკლებად დახვეწილია, თუმცა გვეუბნებიან, რომ No BS Pillow ძალიან ფუმფულა ბალიში იქნება. ალბათ, იმაზეც ფიქრობთ, იმდენი ბალიში არსებობს და იმდენი მიზნისთვის, ამას შანსი არ ექნებაო, მაგრამ ის ფაქტი, რომ No BS Pillow პირადი საჭიროების გამო შეიქმნა ყველაფერს ცვლის. მატ მაკლაგლინმა მას შემდეგ შემოგთავაზა, რაც კისრის პრობლემის გამო მრავალი ქირურგიული ოპერაციის ჩატარება მოუხდა. მაკლაგლინის პარტნიორი კი ვაჰიდია, რომელიც გამუდმებით ებრძოდა მხრების ტკივილს. ამგვარად, ისეთი ბალიში შექმნეს, რომელიც მათ კარგად გამოძინების საშუალებას მისცემდა. 

აი, რაც შეეხება მის ფორმას, იმისთვისაა შექმნილი, რომ თქვენი ძილის პოზის მიუხედავად, თავი მაინც კომფორტულად გქონდეთ. სპეციალური PP ბამბით კი ერთდროულად რბილი და მყარია. მეტი პერსონალიზაციისთვის ძილის მოყვარულებს ბალიშის სიმაღლის ცვლილებას საკუთარი სურვილის მიხედვითაც კი სთავაზობს…

„კენარი“ 19 წლის იუბილეს აღნიშნავს!

ლიბერთის მხარდაჭერით, გაეროს ასოციაციის მიერ საერთაშორისო კონფერენცია ,,თანამშრომლობა შედეგებისთვის“ ჩატარდა