კამპანია „No Going Back“ იმ უხერხულობას ასახავს, არაერთხელ რომ გვიგრძნია — აი, სკამზე ან დივანზე კომფორტულად რომ ვერ მოვკალათდებით ხოლმე. როგორც უნდა ვეცადოთ, ხან ზურგი გტკივა, ხან წელი გვაქვს ცუდ პოზიციაში და ამ ქაოსში ვერც ვისვენებთ. ნერვები გვეშლება. სწორედ ეს საშინელი მომენტი იქცა Volkswagen-ის უახლესი ვიდეორგოლის სიუჟეტის მთავარ „გმირად“.
იმის სადემონსტრაციოდ, თუ რამდენად კომფორტულია ავტომწარმოებლის SUV მოდელი, რეკლამაში უამრავი სკამი და სავარძელი წარმოადგინა — ვხედავთ, მთავარი პერსონაჟი როგორ იწუნებს ყველა მათგანს. ასეთ პრეტენზიულ ადამიანს კი მხოლოდ კონკრეტული ავტომობილის სავარძელი აკმაყოფილებს.