20
Jan
2020

რატომ გაქრა Fox, სტუდია 20th Century Fox-ის დასახელებიდან?

20 Jan 2020

გახსოვთ, 20th Century Fox-ის პროჟექტორებიანი ქუდი, საზეიმო მუსიკის თანხლებით? თუკი ფილმები გიყვართ, შეუძლებელია დაგვიწყნოდათ. მეტიც, შესაძლოა, ის მელოდია ამ წუთას წაიღიღინეთ. ის ქუდიც გემახსოვრებათ ყოველი ფილმის დასაწყისში, სადაც საყვირების ფონზე, პროჟექტორები 20th Century Fox-ს ანათებენ. სახელი და განათებული ლოგოტიპი 85-წლიან ისტორიას ითვლის ჰოლივუდში. ამიერიდან კი, ის სიტყვა Fox-ის გარეშე იპოზიციონირებს, რათა მაყურებელს არ ეგონოს, რომ სტუდია რაიმე კავშირშია რუპერტ მერდოკის მედია Fox News-თან, რომელსაც პოლარიზებულად აფასებენ.

უოლტ დისნეის კომპანიამ მერდოკის გასართობი აქტივების დიდი ნაწილი, გასულ წელს, $71.3 მილიარდად შეიძინა. გარიგება 20th Century Fox-სა და მის არტ-ჰაუს Fox Searchlight-ს მოიცავდა. თუმცა Fox უკვე არცერთ მათგანში აღარ ფიგურირებს და თანამშრომლების ელექტრონული ფოსტაც უკვე @20thcenturystudios-ით ბოლოვდება. ბუნებრივია, Fox ლოგოებიდანაც გაქრება. პირველი ნაწარმოები, რომელიც კინოთეატრებში განახლებული ბრენდინგით გამოვა, იქნება ფილმი “ველუდი ბუნების ძახილი”, რომელიც თებერვლის შუა რიცხვებში გამოვა. როგორც ცნობილია, მონოლითის ცნობილი ლოგო და შუქებიც შენარჩუნდება.

ესეც ის ცნობილი დიდებული შესავალი, სტუდიის ყოველ ფილმს რომ უძღოდა წინ:

 

განხილვა