in

სხვანაირად, როგორ ავუმაღლოთ მოტივაცია?

დაივიწყეთ „მათრახი-თაფლაკვერის“ მიდგომა

ერთი შეხედვით, რა მარტივია თანამშრომლების მოტივაცია, არა? ეს მხოლოდ თეორიულად… თუმცა, მოტივაციის კონცეფცია, რეალურ ცხოვრებაში, ბევრად კომპლექსურია. ხელმძღვანელებს სთხოვენ ზედმიწევნით კარგად იცოდნენ, რა ჰმატებთ თანამშრომლებს მოტივაციას და შესაბამისად მართონ ისინი. თუმცა, გადატვირთული სამუშაო გარემოს პირობებში, ძალიან ძნელია ხელმძღვანელებისთვის ასეთ საკითხებზე ფიქრი.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ლიდერებს, ასევე, ურჩევენ მათრახისა და თაფლაკვერის მიდგომას, სადაც მათრახი – სასჯელია, თაფლაკვერი – წახალისება. თუმცა, როდესაც ჩვენი, როგორც ხელმძღვანელების ერთადერთ ამოცანად ვინმეს დამორჩილება იქცევა, რეალური მოტივაცია გუნდის წევრებს დაეკარგებათ.

როგორ ვცადოთ თანამშრომლების მოტივირება სხვა გზით? პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ – რაც უფრო კომფორტულადაა თანამშრომელი სამსახურში, მით დიდია მისი მოტივაცია. როდესაც გამოვდივართ სტერეოტიპიდან და ჯილდო-სასჯელის მიდგომიდან, უფრო მნიშვნელოვან შედეგს ვიღებთ.

გაუზიარეთ მდგომარეობა. არ არსებობს უფრო ძლიერი მოტივაცია თანამშრომლებისთვის, ვიდრე, თავიანთი სამუშაოს მნიშვნელოვნების გააზრებაა. ცხადია, ფინანსური ფაქტორი კვლავაც არსად წასულა. თქვენი თანამშრომლების მოტივირებისთვის, დაიწყეთ სამუშაო კონტექსტზე აქტიური საუბარი: რას ვაკეთებთ? რატომ ვაკეთებთ? ვინ რჩება ჩვენი საქმით მოგებული და როგორ? რა იგულისხმება ჩვენი და გუნდის თითოეული წევრის წარმატებაში? რა როლი აქვს ყოველ ჩვენგანს საერთო ამოცანის გადაჭრაში?

პროგრესის მისაღწევად, მზად იყავით დაბრკოლებებისთვის. თუკი გუნდის წევრებს ჰკითხავთ რაიმე მნიშვნელოვანზე, ისინი იმ დაბრკოლებებს ახსენებენ, რაც შედეგის მიღწევაში გიშლით ხელს. გააცნობიერეთ ეს გამოწვევები და აქციეთ ისინი მოტივაციად. იყავით პროაქტიური. რამ შეიძლება გაურთულოს საქმე თანამშრომელს? რა შეგიძლიათ თქვენ, ამ სირთულის შემსუბუქებისთვის? რა დაბრკოლებები შეიძლება წარმოიშვას და როგორ მოერიოთ მათ? როგორ შეინარჩუნოთ კონცენტრაცია, მოსალოდნელი უსიამოვნებების პირობებში და მაინც განაგრძოთ გზა წარმატებისკენ? თანამშრომლები მოტივირებულები მაშინ არიან, როდესაც პროგრესის მიღწევა არასაჭირო წყვეტისა და გადაჭარბებული დატვირთვის გარეშე შეუძლიათ.

აღიარეთ მათი წვლილი და აჩვენეთ, რომ აფასებთ. თანამშრომლის მოტივაციაზე მათრახითა და ტკბილეულით ცდების ჩატარების ნაცვლად, სჯობს, უფრო ძლიერი იარაღი – დაფასების შეგრძნება გამოიყენოთ. ხელმძღვანელები, ხშირად, არასათანადოდ აფასებენ თანამშრომლების ჩართულობას. დაფიქრდით, რა მიზნებს მიაღწიეთ? რა მოულოდნელ კარგ შედეგებზე გახვედით? ვინ შეასრულა სამუშაო დროულად? ვინ აჩვენა ლოიალობა კრიზისის დროს? თანამშრომლები აფასებენ თქვენს დადებით დამოკიდებულებას.

უჩვენეთ, რა მოტივაცია გამოძრავებთ თავად თქვენ. რა ხდება მაშინ, როდესაც ყველაფერი გააკეთეთ და თანამშრომლების მოტივირება კვლავაც გამოწვევად რჩება? შესაძლებელია, საკუთარ მოტივაციაზე გჭირდებათ დაფიქრება. თანამშრომლები გრძნობენ თქვენს მოტივაციას. ამიტომ, დაფიქრდით, თქვენი როლის რა ასპექტები გხიბლავთ ყველაზე მეტად? რა გეამაყებათ თქვენს საქმესა და გუნდის ხელმძღვანელობაში? როგორ შეგიძლიათ განავითაროთ საკუთარი როლი, რათა ენერგია და ენთუზიაზმი შეგემატოთ? თანამშრომლები გრძნობენ მოტივაციას, როცა მათი თანამშრომლები არიან მოტივირებულები.

 

წყარო: HBR



ქართველი ინტერიერის დიზაინერები პლატფორმაზე – Livo.ge

Facebook-ის მოდერატორებს მენტალური ჯანმრთელობისთვის სიმღერასა და ხატვას ურჩევენ