in

რა ვუთხრათ მათ, ვისაც სანტას არსებობის არ სჯერა?

სამყაროში დიდი ქაოსია, ბავშვების ნაწილი ჯიუტად ამტკიცებს, რომ სანტა კლაუსი არ არსებობს! No, No, No – ჩვენ ამას არ დავიჯერებთ, – ამბობენ ისინი. ამავდროულად, ის ბავშვები, რომლებსაც სასწაულების კვლავაც სჯერათ, სადღესასწაულო დღეებისთვის ემზადებიან. სინამდვილეში, Dentsu-მ ეს საახალწლო კამპანია სამყაროში მიმდინარე ამბებს მიუძღვნა. მსოფლიოს კომუნიკაციის პრობლემა აქვს – პოლარიზება, შეურაცხყოფა, კონფლიქტები, რასობრივი, რელიგიური, პოლიტიკური დაპირისპირება… ამ ვიდეორგოლში სატირულადაა ნაჩვენები ის სიტუაცია, რაც რეალურ მსოფლიოს სხვა თვალით დაგანახებთ. თუმცა, ახალი წელი ხომ იდეალური დროა, უფრო ადამიანურები რომ გავხდეთ… ნახეთ ეს შესანიშნავი ვიდეორგოლი, რომელზეც სააგენტო Dentsu Creative Portugal-მა იმუშავა.

რა აფერხებს თქვენს კარიერულ განვითარებას? — 4 გამოწვევა

ახალი წარმომადგენლობითი ოფისი დუბაიში — იორკ თაუერსის კიდევ ერთი წარმატების დასაწყისი