B2B მარკეტერების მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღიარებენ, რომ მშობლებთან „ბრძოლა“ უწევთ, რათა გააგებინონ, რეალურად რას უკავშირდება მათი საქმიანობა. „არავინ იცის, რას აკეთებთ“ სახელწოდებით, LinkedIn-მა სახალისო კამპანია წამოიწყო, რომელიც მხიარულად აღნიშნავს თაობათაშორის ამ „განხეთქილებას“. ამავდროულად, თავის პლატფორმას წარმოადგენს, როგორც აუცილებელ საშუალებას მარკეტინგის პროფესიონალებისთვის.
Cloud Sales-ში მონაწილეობს გაოგნებული დედა, რომელიც, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებს შვილის სამუშაოს ციფრულ სფეროში. ამავდროულად, Acronym Daughter-ში ვხედავთ მამას, რომელიც იმის გაგებას ცდილობს, რას ამბობს თავისი ქალიშვილი — ინდუსტრიის ტერმინები სრულიად გაუგებარია მამაკაცისთვის და შიშობს, რომ გოგონამ წინადადების გამოთქმის უნარი დაკარგა…
მთლიანობაში, ორივე ვიდეორგოლი იმ გზავნილის ირგვლივ ტრიალებს, რომ მშობლებს ხშირად კი არ ესმით ჩვენი საქმიანობის არსი, მაგრამ LinkedIn-ის გლობალური პროფესიული საზოგადოება ყოველთვის ჩვენ გვერდითაა.