წყლის დაბინძურების შემცირების მიზნით, ევროპულმა პარლამენტმა ერთჯერადი პლასტმასის საგნები აკრძალა. კანონით, 2021 წლიდან შეუძლებელი იქნება ასეთი საწრუპების, ჭურჭლის და ჯოხების გამოყენება.

ერთჯერადი პლასტმასის ნივთების აკრძალვის შესახებ კანონპროექტს მხარი 571-მა წევრმა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი მხოლოდ 53 წევრი იყო.
„თუ ჩვენ ახლა არაფერს მოვიმოქმედებთ და სასწრაფოდ რამეს არ შევცვლით, მალე, ოკეანეებში, თევზზე მეტი პლასტმასის ნივთი იქნება.”
ევროპელი კანონმდებლების ინიციატივით, 2025 წლისთვის, ასევე, იგეგმება პლასტმასის ბოთლების 90%-ის გადამუშავება.












