წლევანდელი სუპერ თასისთვის New England Patriots-მა თამამი განცხადების გაკეთება გადაწყვიტა და, ასევე, თამამი ნაბიჯი გადადგა ანტისემიტიზმისა და სიძულვილის წინააღმდეგ. თანაც ამ საქმეში NFL-ის ვარსკვლავი ტომ ბრედი და რეპის ლეგენდა სნუპ დოგი დაიხმარა. რეკლამაში ისინი იმ უაზრო მიზეზებს აჟღერებენ, რის გამოც ერთმანეთი ეზიზღებათ:
რაღა თქმა უნდა, ბრედისა და სნუპ დოგის დაპირისპირება შემთხვევითი არ ყოფილა — მიუხედავად იმისა, რომ ორივე სულ სხვა სამყაროდანაა, ერთი ფეხბურთში გვხვდება, მეორე კი რეპის ინდუსტრიაში, ისინი ათწლეულებია, მეგობრობენ. ეს ფაქტი კი პირდაპირ გვეუბნება, რომ განსხვავებები არ გვყოფს ერთმანეთისგან, რომ სისულელეა, ვიღაც, თუნდაც, ვიზუალის გამო შეიძულო.
No Reason to Hate-ის კამპანია Kraft’s Foundation-ის Combat Antisemitism-ის (FCAS) ინიციატივის ნაწილია, ორგანიზაციის, რომელიც ანტისემიტიზმის წინააღმდეგ იბრძვის.