in

ბრაზილიაში ფეხბურთის ფანებს შორის დაპირისპირებას კრეატივით ებრძვიან

ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება ხშირად ხდება. მაგრამ, როგორც ირკვევა, ბრაზილიაში ეს ძალიან საშიშ ფორმებს იღებს – ძალადობა, ყველა მატჩის შემდეგ, სტადიონიდან ქუჩაში გადადის. საერთაშორისო სარეკლამო სააგენტო Leo Burnett-ის ადგილობრივი წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბრაზილიაში ფეხბურთთან დაკავშირებული სიკვდილიანობა, მსოფლიოში, ყველაზე მაღალია. მაგალითად, 2018 წელს, სტადიონის მიმდებარედ, ფანებს შორის ძალადობრივი ქმედების 114 ფაქტი დაფიქსირდა. შედეგად, 19 ადამიანი გარდაიცვალა. მომავალში, მსგავსი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად, Leo Burnett Brazil-მა და საფეხბურთო კლუბმა Esporte Clube Bahia სპეციალური „კამუფლიაჟი“ შექმნეს. მაისურზე, გუნდის ემბლემა ავტომატურად იშლება, როგორც კი ადამიანი სტადიონიდან გადის.

BOG
BOG

მაისურები ტრიკოტაჟის ქსოვილისგანაა შეკერილი. მასზე ემბლემა სპეციალური, ე.წ. ქრომოხმოვანი ტექნოლოგიით არის გამოსახული, რომელიც იცვლება (ქრება და ჩნდება) გარე ფაქტორების ზემოქმედებით. მაგალითად, როგორც კი ფანი სტადიონს ტოვებს, მაისურზე ლოგო იშლება და არ ჩნდება, სანამ ქუჩაში, სიწყნარეში არ გავა.

გამოსახულება მაისურიდან, სპეციალური პიგმენტის საშუალებით, სხეულის ტემპერატურის მატებასა და გულის ცემის სიხშირეზეც ქრება. თვითონ კი ნეიტრალური ფერის ხდება.

„გვინდა, ეს ნამუშევარი გახდეს კატალიზატორი, რომ კიდევ უფრო ფართოდ ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე, აბსურდზე, რაც დღეს, ჩვენს საფეხბურთო სამყაროში ხდება“, – ამბობს Leo Burnett Brazil-ის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი.

გეიმინგ ლეპტოპების მომავალი? Intel-ის კონცეპტი

Renault და Fiat ერთიანდება?!