in

მინიატურული ობიექტებით შექმნილი ხელოვნება ომის გასაპროტესტებლად

რუსეთ-უკრაინის ომი მძვინვარებს და მოვლენების განვითარებას რეალურ დროში ვაკვირდებით. შეუძლებელია, ამ ყველაფერმა გული არ გვატკინოს და ჩვენში პროტესტის გრძნობა არ გააჩინოს. შემოქმედებითი სამყარო თავისებურად ეხმიანება ომს.

BOG
BOG

იაპონელი არტისტი, ტანაკა ტაცუია, რომელიც მინიატურებზე მუშაობს, ქმნის ნამუშევარს, რომელსაც ჰქვია NO WAR. ის აწყობილია ქაღალდებისგან, რომლებიც რამდენიმე სართულადაა განლაგებული და შენობას ჰგავს. ამ შენობის ნაწილი ჩამოხეული და დაზიანებულია, აქვე არის წარწერა – არა ომს, ხოლო წარწერის ქვეშ ჯარისკაცი ოჯახს ემშვიდობება.

ნამუშევრით ტაცუიას ორი შეტყობინების მიწოდება უნდოდა საზოგადოებისთვის: ერთი ის, რომ ომი ფიზიკურ და მატერიალურ ზიანს აყენებს ყველაფერს, ამახინჯებს და ანგრევს მას; მეორე კი ესაა ემოციური მესიჯი, რომელიც გვეუბნება, თუ როგორ გვაშორებს და გვაკარგინებს ომი საყვარელ ადამიანებს.

ისევე როგორც ტაცუიას სხვა ნამუშევრები, ამ პროექტშიც ყურადღება დეტალების სიფაქიზესა და რეალურობაზეა გაკეთებული.

ბოდი შოპის მხარდაჭერა უკრაინის მოქალაქეებს

ახლა, ყველა უკრაინა ვართ! – ვიდეო, რომელიც ომის საშინელებაზე გვიყვება