in

ნობელის პრემიის მქონე კვლევა – როგორ შეიგრძნობენ ადამიანები სითბოს და შეხებას?

კვლევაზე ამერიკელი მეცნირები, დეივიდ ჯულიუსი და არდემ პატაპუტიანი მუშაობდნენ

ორმა მეცნიერმა აგვიხსნა, როგორ შევიგრძნობთ სითბოს და შეხებას… ამისათვის მათ ნობელის პრემიაც კი მიიღეს ფიზიოლოგიასა და მედიცინაში. მათ კვლევას შეუძლია, ტკივილის აღმოსაფხვრელად, მკურნალობის ახალი მეთოდები წარმოქმნას.

M2
M2

ტემპერატურის გაზომვის სამუშაოები დეივიდ ჯულიუსმა კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩაატარა.როგორც თავად დეივიდი აღნიშნავს, კვლევა იმ საკითხების შესწავლის სურვილს ემყარება, რომლებზეც იშვიათად ვფიქრობთ. “ეს ბევრი ჩვენგანის გრძნობას ეხება, მაგრამ ალბათ უფრო მეტად შეხებას და ტკივილს. მართალია, მათ განვიცდით, მაგრამ ნორმალურ ფაქტად ვიღებთ”. 

ამრიგად, ჯულიუსმა მრავალი წელი დაუთმო იმის გაგებას, თუ როგორ შეიგრძნობს ჩვენი სხეული ტემპერატურას. ჯერ კიდევ 2015 წელს მან მოლეკულის აღმოჩენის შესახებ ისაუბრა, კერძოდ, ნერვულ დაბოლოებებზე, რომელიც სითბოს საპასუხოდ აქტიურდება – მათ შორის, ცხელი კერძების საპასუხოდაც კი. “ეს მოლეკულა საშუალებას გვაძლევს, ჩხვლეტის შეგრძნება ვიგრძნოთ. ანუ, ის მკვეთრი შეგრძნება, რომელიც ვასაბის ჭამისას ან ამგვარი ნივთიერებების კანზე წამისას ვლინდება”. 

საგულისხმოა, რომ ზემოთ ხსენებული მოლეკულა ტკივილის შემთხვევაშიც დიდ როლს ასრულებს. სამწუხაროდ, მსოფლიოში ქრონიკული ტკივილის სინდრომის მქონე მილიონობით ადამიანი არსებობს. სხვადასხვა სახის ტკივილის სამკურნალოდ კი მრავალი განსხვავებული პრეპარატია საჭირო, რადგან მექანიკური თვალსაზრისით, თითოეული მათგან ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს.

შეხების შესახებ ჩატარებულ კვლევას არდემ პატაპუტიანი ხელმძღვანელობდა. მან ორი შეკრული მოლეკულის განცალკევებას შეუწყო ხელი, რომელიც სწორედ მაშინ წარმოიქმნება, როდესაც რაღაც ეხება ჩვენს კანს. ეს მოლეკულებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტკივილში. პატაპუტიანის თქმით, ეს განსაკუთრებით ნერვული აშლილობის მქონე ადამიანებს ეხება – ისინი ნებისმიერი შეხების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან.

ასე რომ, პატაპუტიანის თქმით, როცა ტრავმის გადატანის ან მზის დამწვრობის მიღების შემდეგ თუ უბრალო შეხებაც გაღიზიანებთ, ეს ქრონიკული მდგომარეობაა. მოლეკულები, რომლებიც შეხებას გრძნობს, ასევე გადამწყვეტია ეგრეთ წოდებული პროპრიოცეფციისთვის. ეს გრძნობა საშუალებას გვაძლევს, ვიცოდეთ ჩვენი კიდურების და სხეულის სხვა ნაწილების მდებარეობა და მოძრაობა – მაშინაც კი, თუ მათი დანახვა არ შეგვიძლია.

რა განსაზღვრავს ჩვენს მენტალურ კეთილდღეობას?

სკოლის დაწყებასთან დაკავშირებით, „მეიჯერელ საქართველომ“, ქუთაისში, საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარა