in

ვისკის ახალი ბრენდი თანამედროვე ექსპერტების მოსაზიდად შეიქმნა

ალბათ, ბევრს არაფერს გეტყოდათ მხოლოდ ერთი ფაქტი რომ აღგვენიშნა: Loch Lomond Group (LLG) ახალი ბრენდის Noble Rebel-ის სახელით სამ ვისკს უშვებს… თუმცა ასე არ ვაპირებთ, რადგან ამ ამბის დასრულება მის ვიზუალურ იდენტობაზე საუბრის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა — სასმელების მწარმოებელი სააგენტო​​ Thirst-თან თანამშრომლობდა, რათა შეექმნა ბრენდი, რომელიც მიზნად ისახავს, მიიზიდოს ვისკის თანამედროვე ექსპერტები. თანაც, ეს მთლიანი ბრენდის შექმნას მოიცავდა, დაწყებული სახელიდან ბრენდის სტრატეგიამდე. 

BOG
BOG

საინტერესოა ისიც, რომ სასურველი ბრენდის შესაქმნელად Thirst მჭიდროდ თანამშრომლობდა მაიკლ ჰენრისთან, ე. წ. სასმელების ოსტატთან, რათა სამი განსხვავებული თხევადი პროფილი შეექმნა — Orchard Outburst, Smoke Symphony და Hazelnut Harmony. ყველა მათგანს კი რაღაც გრძნობები უნდა მიეტანა მომხმარებლამდე… 

თემატიკა მშვენიერ წინააღმდეგობებზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ ხედავთ ამობრუნებულ B-ს, ამგვარ ილუსტრაციულ დიზაინსა და მეორეულ შეფუთვას. ილუსტრაციები ბრენდის განწყობასა და ვისკის გემოებს გვაჩვენებს და ე. წ. თანამედროვე ბოტანიკურ სტილსაც მშვენივრად ირგებს. თითოეულ ბოთლზე, რომელიც თითქოს ძველ შეფუთვასაც მოგაგონებთ, Noble Rebel-ის სახელს ამოიკითხავთ. ეს წარწერა კი, თავის მხრივ, ბრენდის ორ სახეს გვაჩვენებს. 

Thirst-ის თანახმად, მთლიანი ვიზუალური იდენტობა სისუფთავითა და მარტივი ესთეტიკით არის შთაგონებული, რომელსაც ხშირად იპოვით გალერეებში. ტიპოგრაფიის იმ მიდგომასაც ამოიცნობთ, რომელიც ჟურნალ-გაზეთებში გვხვდება. ბეჭდის მსგავსი სიმბოლო კი მიგვანიშნებს, რომ ვისკების სამყაროში ბრენდს დიდი გამოცდილება აქვს. დიახ, ამ ყველაფერს ხაზს ნარინჯისფრით უსვამენ. 

ჩვენ მიზნად დავისახეთ შერეული ვისკის კატეგორიის გაუმჯობესება და იმ საზღვრების გადალახვა, რომელსაც მისგან ელიან. გვინდოდა, გემოს ექსპერიმენტების კარიბჭესთან სინათლე აგვენთო და მოგვეზიდა სასმლის მცოდნე მოყვარულები, რომლებსაც აინტერესებთ ამბავი ვისკის მიღმა, რათა წავიდნენ იქ, სადაც აქამდე არ ყოფილან, — აცხადებს მატ ბერნსი, Thirst-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი. 

როგორ დავიწყოთ ინვესტირება მარტივად — ონლაინ ვებინარი ნიკოლოზ მაზანაშვილთან

საქართველოში MARINI-ს 2 ასფალტის ქარხანა აეწყო – იტალიურ ბრენდს „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს