in

ქართველების შეხედულებები პირად ფინანსებზე, ოჯახსა და კარიერაზე – 2020 წლის მონაცემები

Noblet Media-სა და Info Sapiens-ის ერთობლივმა კვლევამ გამოკვეთა მომხმარებლების ცხოვრების მიზნებისა და პრიორიტეტების უნიკალური თავისებურებები ექვს სახელმწიფოში: საქართველოში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვასა და უზბეკეთში.

bog
bog-mob

კომუნიკაციების კომპანიამ Noblet Media CIS, რომელიც Edelman-ის პარტნიორია, კვლევით სააგენტო Info Sapiens-თან თანამშრომლობით, წარადგინა კვლევა საზოგადოების საშუალო და ზედა-საშუალო ფენის ცხოვრების სტილისა და ფინანსური ხედვების შესახებ იმ ქვეყნებში, სადაც ოპერირებენ ეს კომპანიები. Noblet Media CIS და Info Sapiens ამგვარ კვლევებს 2009-2013 წლებშიც ატარებდნენ და არსებული ვითარების გათვალისწინებით, გადაწყვიტეს ამ მონაცემების განახლება.

2020 წლის დასაწყისმა ცალსახად შეცვალა ყოველდღიური ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით – იგი შეანელა და უფრო მოქნილი გახადა. თუმცა, რეალურად შეცვალა კი ამან მომხმარებლების ღირებულებები, გლობალური მიზნები და ოცნებები? ისინი უფრო ერთიანები გახდნენ ან გაითავისეს დამატებითი პასუხისმგებლობა? 2020 წლის აპრილში ჩატარებული ეს კვლევა ასახავს იმ ყველაზე აქტიური მომხმარებლების პორტრეტს, რომლებიც ტონს აძლევენ ექვსი სახელმწიფოს ეკონომიკურ ცხოვრებას.

„მრავალი წლის მანძილზე, აღნიშნულ ექვს ბაზარზე წარმოდგენილი ვართ საკომუნიკაციო სერვისებით, თვალს ვადევნებთ გლობალური და ადგილობრივი გამოწვევების გავლენას მომხმარებლების ქცევაზე“, – აღნიშნა Noblet Media CIS-ის დირექტორმა ჟენია პანკრატიევამ, – „ნათელია, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე რეალობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. 2020 წელს ბევრმა ფაქტორმა, მათ შორის, პანდემიამ, კითხვის ნიშნები გააჩინა კომუნიკაციის ყველა საშუალებასა და არხთან დაკავშირებით. აღნიშნული კვლევის შედეგები კომპანიებს დაეხმარება მათი მომხმარებლების განწყობების უკეთ გაგებასა და თითოეული ბაზრისთვის სწორი სტრატეგიის შერჩევაში“.

კვლევა იყოფა რამდენიმე ბლოკად. გთავაზობთ ქართული და დანარჩენი ხუთი ქვეყნის ბაზრების მთავარ მიგნებებს:

1. პიროვნული მიზნები და კარიერული შესაძლებლობები – სხვა ხუთი ქვეყნის მოქალაქეების მსგავსად, ქართველებიც ყველაზე ხშირად ორიენტირებული არიან ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე (71%). უფრო მეტი ქართველი ფიქრობს პიროვნული პოპულარობისა და მაღალი სტატუსის მიღწევაზე (34%), ვიდრე საკუთარ თემსა თუ საზოგადოებაში გარკვეული ცვლილებების განხორციელებაზე (13%). სხვა ქვეყნებთან შედარებით, ქართველები და აზერბაიჯანელები უფრო მოქნილები არიან: ქართველების 6% და აზერბაიჯანელების 10% მზად არის შემდეგი 10 წლის მანძილზე საკუთარი საქმიანობის სფერო შეიცვალოს. ქართველების 23%-ს სურს გლობალურ კერძო კომპანიაში მუშაობა, 18%-ს – ადგილობრივ დონეზე არასამთავრობო სექტორში, მხოლოდ 13%-ს აქვს საკუთარი ბიზნესის დაწყების სურვილი. აღსანიშნავია, რომ საჯარო სექტორში მუშაობა აღნიშნული ექვსი ქვეყნიდან ყველაზე მეტად ქართველებს (15%) სურთ. ქართველების უმრავლესობა თავისუფალ დროს უმეტესად მეგობრებთან ატარებს, უკრაინელების უმრავლესობას კი ოჯახის შექმნა და ბავშვების ყოლა ურჩევნია.

 2. პირადი ბიუჯეტი და ხარჯები – ქართველები ფულს, თითქმის, თანაბრად ხარჯავენ გარეგნობასა (მათ შორის, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და პირად მოვლაზე) (32%) და მეგობრებთან შეხვედრებსა და გართობაზე (31%). საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომლის მოქალაქეებს სახლში ნაღდი ფულის შენახვის ნაცვლად, ურჩევნიათ საკუთარი ბიზნესის განვითარებაში მისი ინვესტირება (37%) ან უძრავი ქონების შესყიდვა (33%), რაც სასიკეთოდ აისახება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. გარდა ამისა, ქართველები ბანკში ამჯობინებენ ლარის (5%) ნაცვლად დოლარის (24%) შენახვას.

3. კორონავირუსი – ყველა მოქალაქე პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეების წინაშე დადგა. ბიზნესებმა, მთავრობებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ერთობლივად სცადეს ვირუსის წინააღმდეგ საპასუხო ღონისძიებების განხორციელება და თავიანთი მოქალაქეებისთვის სანდო ინფორმაციის მიწოდება. გამოკითხული მოქალაქეების მიხედვით, საქართველოში COVID-19-ის შესახებ ინფორმაციის მთავარი წყაროებია ექიმები სხვა ქვეყნებიდან (72%) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (71%). კითხვაზე, თუ COVID-19-ის შესახებ ინფორმაციის წყაროებიდან ყველაზე მეტად რომელს ენდობიან, ქართველებმა თითქმის თანაბრად მიუთითეს ექიმები სხვა ქვეყნებიდან (26%), ნაცნობები და კოლეგები (26%), ჯანდაცვის ორგანოები (25%) და ოჯახი (25%), ინფორმაციის ყველაზე სანდო წყარო კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაა (34%).

ქართველები გამორჩეული არიან გუნდური სულით: მათ აქვთ გარკვეულ ჯგუფებთან ან იდეებთან ასოცირების, საერთო ხედვების გაზიარების სურვილი. ქართველების მხოლოდ 11%-ს შეუძლია ეკონომიკური და სოციალური თემების შესახებ მოსაზრებების ონლაინ თავისუფლად გამოქვეყნება, მოქალაქეების ნახევარი კი ქვეყნის მომავლის შესახებ ოჯახსა და მეგობრებთან მსჯელობს. უნდა აღინიშნოს, რომ მეგობრებზე ორიენტირებული ბუნების მიუხედავად, ოჯახს ყველაზე დიდი გავლენა აქვს საქართველოს მოქალაქეების მოსაზრების ჩამოყალიბებაზე (58%). ქართველები მზად არიან მტკიცედ დაიცვან მოსაზრება, რომელიც მათ ღირებულებებს ასახავს. შესაბამისად, კომპანიებმა ქართველები უნდა აღიქვან ეფექტიან გუნდურ მოთამაშეებად და ამავე დროს, კორპორატიულ ცხოვრებაში ამ ადამიანების მაქსიმალურად ჩართვის მიზნით, დეტალურად გააცნონ კომპანიის ხედვა და მისია. ბიზნესებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ ქართველებისთვის ახალი ამბების მიღების მეგობრებზე ორიენტირებული ბუნება და ინფორმაციის მთავარ წყაროდ სოციალური მედია გამოიყენონ.

ანნა შევჩენკო, Noblet Media CIS-ის რეგიონული დირექტორი: „კვლევა აჩვენებს, რომ დანარჩენი ხუთი ქვეყნის მსგავსად, საშუალო და ზედა-საშუალო შემოსავლის მქონე ქართველების დიდი უმრავლესობის მიზანია, შემდეგი 10 წლის მანძილზე, ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესება. ამავე დროს, საზოგადოებაში მაღალი სტატუსის მიღწევა, გუნდის ნაწილად ყოფნის განცდა და მეგობრებთან თავისუფალი დროის გატარება ქართველი მომხმარებლის პორტრეტის უნიკალური თავისებურებებია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დღევანდელი პანდემიის კრიზისმა ვერ შეძლო მოსახლეობაში ჩამოყალიბებული ტრადიციებისა და ღირებულებების გაუფერულება.

კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ

კვლევა წარმოადგენს საზოგადოების საშუალო და ზედა-საშუალო ფენის სოციალური, ფინანსური და ეკონომიკური ხედვების, ქცევის, ცხოვრების სტილისა და მედიის გამოყენების შესახებ მონაცემებს ექვს სახელმწიფოში – უკრაინაში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უზბეკეთში. თითოეულ ქვეყანაში, 200 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა 18-45 წლის ასაკის ქალაქის მოსახლეობაში, 2020 წლის აპრილში. კვლევის მიხედვით, საშუალო და ზედა-საშუალო ფენა შეადგენს სამიზნე ასაკის ქალაქის მოსახლეობის 50-60%-ს და იღებს ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მსხვილი შესყიდვებისა და ინვესტიციების თაობაზე. კვლევის სრული მონაცემები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.

Noblet Media CIS-ის შესახებ

Noblet Media CIS არის საზოგადოებასთან ურთიერთობების, კომუნიკაციებისა და მარკეტინგის კომპანია, რომელიც 2004 წელს დაფუძნდა. დღეს კომპანია ოპერირებს რვა ქვეყანაში – უკრაინა, საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ყაზახეთი და უზბეკეთი, მთავარი ოფისებით კიევსა და თბილისში. Noblet Media არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილ დამოუკიდებელ კომუნიკაციებისა და მარკეტინგის კომპანია Edelman-თან აფილირებული. Noblet Media სთავაზობს პიარისა და მარკეტინგის პროფესიონალური სერვისების სრულ სპექტრს, რომელიც ეფუძნება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების შიდა და გარე ექსპერტიზას. კომპანიის და მისი სერვისების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე ან ფეისბუქის გვერდზე“.

Info Sapiens-ის შესახებ

„კვლევითი კომპანია Info Sapiens სპეციალიზდება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებზე (სოციალური, პოლიტიკური და მარკეტინგის), ქცევების გაზომვებისა და მეორადი წყაროებიდან მონაცემების ანალიზზე. Info Sapiens დაფუძნდა 2018 წლის სექტემბერში, GfK კომპანიის მომხმარებლების კვლევითი ბიზნესის ნაწილის გლობალური დახურვის შემდეგ. 2019-2020 წლებში Info Sapiens-მა განახორციელა 500-ზე მეტი კვლევითი პროექტი 200-ზე მეტ კლიენტთან. 2019 წელს უკრაინული მარკეტინგის ასოციაციის მიხედვით, ჩვენ ვართ ყველაზე დიდი ადგილობრივი კვლევითი კომპანია. Info Sapiens იცავს ICC/ESOMAR-ის ყველა კვლევით სტანდარტს და განთავსებულია ESOMAR-ის ცნობარში. კომპანიის და მისი სერვისების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე ან ფეისბუქის გვერდზე“.

 

[R]

21 ახალი როლი და ფუნქცია მომავლის HR-ებისთვის

3D პრინტერით დაბეჭდილი, ეკოლოგიურად სუფთა სახლი