in

მეცნიერები კოსმოსში არსებულ „მოჩვენებით სინათლეს“ ვერ ხსნიან

ეს ამბავი ჰაბლის მონაცემების ახალმა ანალიზმა გამოავლინა: მზის სისტემის ირგვლივ არსებულ სივრცეში ძალიან ბევრი შუქია, თუმცა ეს ბევრ დამატებით განათებას არ გულისხმობს, მოჩვენებითი სიკაშკაშის მსგავსია, სუსტი ნათება, რომელსაც ობიექტებისგან გამოსხივებულად ვერ ჩავთვლით.

M2
M2

ვარსკვლავები თუ მზის სისტემის გარეთ არსებული გალაქტიკები… ვერაფერი ხსნის იმას, რასაც ასტრონავტები მოჩვენებით სინათლეს უწოდებენ. თუმცა SKYSURF-ის პროექტში ჰაბლის 200 000 სურათის გაანალიზებისა და ათასობით გაზომვის შემდეგ, დარწმუნებულები არიან, რომ ეს ნათება ნამდვილია. 

უფრო მეტად ეს მზის სისტემის მტვრის კომპონენტი უნდა იყოს, რომელიც ჩვენ ჯერ ასე პირდაპირ არ აღმოგვიჩენია — მტვრისა და ყინულის პატარა ნაწილაკები კომეტებისგან, რომლებიც მზის სისტემის ბნელი მონაკვეთებიდან შიგნით მოძრაობს, მზის შუქს ირეკლავს და დიფუზურ, გლობალურ ბზინვარებას წარმოქმნის. ეს წყარო ჩვენთან იმაზე უფრო ახლოსაც უნდა იყოს, ვიდრე New Horizons-ის კოსმოსური ხომალდის მიერ აღმოჩენილი, პლუტონის მიღმა არსებული ოპტიკური სინათლის სიჭარბე.

თუ ჩვენი ანალიზი სწორია, მაშინ არსებობს კიდევ ერთი მტვრის კომპონენტი ჩვენსა და იმ მანძილს შორის, რომელიც New Horizons-მა გაზომა. ეს ნიშნავს, რომ ერთგვარი დამატებითი შუქია, რომელიც მზის სისტემიდან გამოდის. ხოლო, რადგან ჩვენი გაზომვები New Horizons-ზე მაღალია, ვფიქრობთ, რომ ეს უფრო ლოკალური ფენომენია. ახალი ელემენტიც შეიძლება იყოს მზის სისტემაში, რომლის ჰიპოთეზაც არსებობდა, მაგრამ აქამდე რაოდენობრივად გაზომილი არასდროს ყოფილა, — ამბობს ტიმ კარლეტონი, ასტრონავტი.

თუ გავითვალისწინებთ სამყაროში არსებულ უამრავ ნათებას, რასაც ჩვენ პლანეტების, ვარსკვლავების, გალაქტიკების, აირებისა და მტვრისგან ვიღებთ, მივხვდებით, რომ ამ სინათლის დადგენა საკმაოდ რთული საქმეა. მაგრამ, როცა დააკვირდნენ, მიხვდნენ, რომ რაღაცები ისე არ იყო, როგორც ფიქრობდნენ… მათ შორისაა მაღალი ენერგიის მქონე სინათლის გამომუშავებაც.

ეს ცის ფოტონები მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს, რომლის მიღებაც ჰაბლის უნიკალური უნარის წყალობით არის შესაძლებელი, იგი უკვე მისი ცხოვრების 3 ათწლეულის განმავლობაში სუსტი სიკაშკაშის დონეებს მაღალი სიზუსტით ზომავს, — განმარტავს როჯერ ვინდ ჰორსტი, ასტრონავტი.

მკვლევართა ჯგუფმა ამ ფარული სინათლის ძებნისას დაადგინა, რომ მიზეზი გალაქტიკები არ არის… უშუალოდ ეს ჭარბი სინათლე კი 10 ციცინათელას მიერ გამოსხივებული სიკაშკაშის ტოლფასია. შეიძლება ბევრად სულ არ გეჩვენებოდეთ, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ რაღაც მნიშვნელოვანი არ ვიცით. ხოლო, თუ ადგილობრივი ნათება არსებობს, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რადგან ამან მზის სისტემის შესახებ არსებულ ცოდნაზე შეიძლება იმოქმედოს.

როცა ღამის ცას ვაკვირდებით, შეგვიძლია ბევრი ვისწავლოთ დედამიწის ატმოსფეროს შესახებ, რადგან ჰაბლი კოსმოსშია… ბევრი რამ გავიგოთ, თუ რა ხდება ჩვენს გალაქტიკაში, მზის სისტემასა და მთლიან სამყაროში დიდ მასშტაბებზე, — ამბობს როზალია ო’ბრაიენი, ასტრონავტი.

„Terminal-ში ადამიანებს აერთიანებთ მოძრაობა, იზიდავთ თანასწორი გარემო“, – Terminal-ის მარკეტინგის დირექტორი თამარ ჯინჭარაძე

Windows ეკრანის ჩაწერის ფუნქციას ამატებს!