14
Feb
2019

ნოდარ ჯავახიშვილი „ჰუალინგის“ ერთ-ერთი პროექტის მარკეტინგისა და PR დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა

14 Feb 2019

ნოდარ ჯავახიშვილი-თორელი „ჰუალინგ ჯგუფის“ ერთ-ერთი პროექტის მარკეტინგისა და PR დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა. მისი კარიერა 10 წლის წინ, BTA ბანკის გაყიდვების აგენტობიდან დაიწყო და როგორც ამბობს, ამ დროის განმავლობაში, თითქმის ყველა საფეხური გაიარა, რაც ამ სფეროში არსებობს. ბოლო სამი წლის განმავლობაში იყო „გორგიას“ მარკეტინგისა და PR-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

ჩემი ახალი სამსახური – ეს არის „ჰუალინგ ჯგუფის“ ერთ-ერთი პროექტი, სადაც მე დავიკავებ მარკეტინგისა და PR დეპარტამენტის უფროსის პოზიციას. ვფიქრობ, ეს პროექტი იქნება საკმაოდ წარმატებული ბაზარზე. ეს ზუსტად ვიცი, რადგან გუნდი, რომელიც ამ პროექტს აკეთებს, არის თავისი საქმის სუპერ პროფესიონალი“, – ნოდარ ჯავახიშვილი-თორელი.

განხილვა