in

ნოე სულაბერიძე: დიდი კონკურენციის პირობებში „პრაიმშოუ“ პირველია. თუმცა, პიკი ჯერ კიდევ წინ არის!

ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში „პრაიმშოუს“ მესამე სეზონი გადის. გადაცემის პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ამბობს, რომ მისთვის ეს იყო გამოწვევა, რომელმაც გაამართლა და დღეს ამას უკვე რეიტინგიც ამტკიცებს – ამ მონაცემებით, სატელევიზიო სივრცეში „პრაიმშოუ“ ოთხშაბათის ლიდერია.

BOG
BOG

ნოე სულაბერიძე: ,,პრაიმშოუმდე“ რა იყო, ამაზე საუბარს არ დავიწყებ, რადგან ახალს ვერაფერს ვიტყვი. განვლილმა პროექტებმა და მეგა შოუებმა თავის სათქმელი თქვა. სიმართლე გითხრათ, დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა თოქ-შოუს ფორმატის გადაცემის გაკეთება, მაგრამ ამის დრო არასდროს მქონდა. „პრაიმშოუს“ ფორმატი ის ველი იყო, რომელიც ჩვენს გუნდს ათვისებული არ გვქონდა.

აღსანიშნავია, რომ „პრაიმშოუ“ ეთერში სატელევიზიო ცვლილებების პერიოდში გამოჩნდა…

ეს გამოწვევა ჩვენთვის საკმაოდ საინტერესო იყო, მით უმეტს, სატელევიზიო სივრცეში ცვლილებების პერიოდში. ეს ის გამოწვევაა, რომელიც მივიღეთ და წარმატებით დავძლიეთ. ჩვენი გუნდისთვის მაყურებლის წინაშე პასუხისმგებლობის შეგრძნება მთავარი პუნქტია. მიუხედავად იმისა, რომ სულ მესამე სეზონია, რაც „პრაიმშოუ“ ეთერში გადის და უკვე უამრავი ადამიანი გვიყურებს, ვიზიარებთ პასუხისმგებლობას, რომელიც მაყურებელმა დაგვაკისრა.

გადაცემა ძალიან მალე გახდა პოპულარული. ამას ელოდით?  

პროექტმა სატელევიზიო სივრცეში თავის დამკვიდრება იმაზე სწრაფად შეძლო, ვიდრე ველოდით. ჩვენთვის, პირველ რიგში, მთავარი ხარისხია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო, მაყურებლისთვის სიახლე შეგვეთავაზებინა. მართალია, გამოგონილი ფორმატის შეთავაზება რისკია და ყოველთვის ვცდილობთ, რომ ლიცენზირებული ფორმატის გადაცემები ვაკეთოთ, „პრაიმშოუს“ წამოწყება გამონაკლისი იყო და ამ რისკმაც გაამართლა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი რეიტინგში ოთხშაბათი დღის ლიდერია. ოთხშაბათი რთული დღეა, რადგან ამ დღეს ტელესივრცეში „მძიმე არტილეტიის“ გადაცემები გადის. ძალისხმევას არ ვიშურებთ და დიდი კონკურენციის პირობებში გვიხარია, რომ „პრაიმშოუ“ პირველი და წარმატებულია!

როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა გადაცემის პოპულარობა და მაღალი რეიტინგი, თან ასე მოკლე დროში?

ვცდილობთ, მაყურებლის ინტერესის პულსი გვეჭიროს. ჩვენ არაფერს ვდგამთ და ვიგონებთ. ვესაბამებით იმ რეალობას, რომელიც ჩვენ გარშემო არსებობს. არსებობს კითხვები, გადაცემაში ჟურნალისტი რატომ არავინ არის. ყველას ვუპასუხებ და გეტყვით, რომ „პრაიმშოუ“ არაჟურნალისტური გადაცემაა, არც „ნიუსებზეა“ აგებული და არც პოლიტიკური თოქ-შოუა. ძირითადი პუნქტი, რაზეც გავამახვილე ყურადღება, მინდოდა ყველა წამყვანი ისეთი ყოფილიყო, როგორებიც რეალურ ცხოვრებაში არიან და გადაცემის ჩაწერისას იმაზე არ ეფიქრათ, როგორები იქნებოდნენ ეკრანზე.

გუნდი, რომელიც პროდუქტს ქმნის, ყოველთვის მნიშვნელოვანია. რითია გამორჩეული „პრაიმშოუს“ გუნდი?

ჩვენი გუნდის წევრები ისინი არ არიან, ვისთვისაც გადაცემის წამყვანობა ერთადერთი შემოსავლის წყარო და სამსახურია. თითოეულ მათგანს თავის საქმე აქვს, სადაც ასევე წარმატებულები არიან. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად „პრაიმშოუსთვის“ დროის გამონახვას ყველა ახერხებს. იმდენად გაითავისეს გადაცემა, მათი ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი გახდა.

პოლიტიკური თემებს, რომელიც დღეს სატელევიზიო სივცეში ძალიან აქტუალურია და კარგადაც „იყიდება“, „პრაიმშოუში“ რატომ უვლით გვერდს?

პური მეპურემ უნდა გამოაცხოს. არც ერთ ჩვენგანს არ აქვს იმის ამბიცია, რომ პოლიტიკური თემები გააშუქოს, თუმცა ხშირია, როცა გვინდა თუ არა, თემა პოლიტიკური ხდება, მაგრამ ასეთ შემთხვევებში საკითხებს საზოგადოებრივ ჭრილში განვიხილავთ. თემა რაც არ უნდა პოლიტიკასთან ახლოს იყოს, ვცდილობთ, ტენდენციურები არ ვიყოთ, რაც მაყურებლისთვის კიდევ უფრო საინტერესოა, რადგან „იმედი“ ის სატელევიზიო ველია, რომელიც სრულ თავისუფლებას გვძლევს, გავაკეთოთ, ვთქვათ, გავიაზროთ და გავაჟღეროთ ის, რასაც ვფიქრობთ, თუმცა, ეთიკის ნორმები ყოველთვის დაცულია.

რას გეგმავთ უახლოს მომავალში? 

ჩვენი მთავარი მიზანი მაყურებელთან ინტერაქცია და მათთან რეალობის მიტანაა. „პრაიმშოუს“ პიკი ჯერ კიდევ წინაა. გადაცემა სეზონიდან სეზონამდე ტრანსფორმაციას განიცდის.  ამ გადაცემას მეტი პოტენციალი, ხანგრძლივი და საინტერესო მომავალი აქვს.

პარტნიორის კონტენტი

რა არის ტყავის ხელნაკეთი ჩანთების სტარტაპ „აბგას“ კონკურენტული უპირატესობა?

როგორ გავხდეთ უფრო პროდუქტიულები?!