in

რაც მეტად გაწუხებთ ხმაური, მით მეტ ფასდაკლებას მიიღებთ! – Bose-ს კამპანია

თანამედროვე სამყაროში, სახლიდან მუშაობა ყოველდღიურ ნორმად იქცა მილიონობით ოფისის თანამშრომლისთვის. ბევრი მათგანი ახერხებს სახლიდან მუშაობისას პროდუქტიულობის შენარჩუნებას. თუმცა, სახლიდან მუშაობა ყველგან მშვიდ გარემოს არ გულისხმობს. ადამიანებს ხშირად აწუხებთ ხელისშემშლელი ხმაური, რაც ისევ მათ პროდუქტიულობაზე აისახება.

იმისათვის, რომ გარშემომყოფთა ხმაურისგან დააზღვიოს მომხმარებელი, Bose-მ მათ ხმაურის ჩამხშობი ყურსასმენები უჩვეულო ფასდაკლებით შესთავაზა: რაც უფრო დიდია ხმაური სახლში, მით მეტ ფასდაკლებას მიიღებთ ყურსასმენებზე. Noise-O-Meter, რომელიც სააგენტო Wunderman Thopmson Dubai-მ შეიმუშავა UAE-ში, ზომავს გარშემო შექმნილ ხმაურს და მას ფასდაკლების კუპონად გარდაქმნის.

ბევრად ძლიერი ხარ, ვიდრე გგონია! – ჯონ სენა სახლში მყოფ ადამიანებს ამხნევებს

კომპენსაციის მისაღებად, თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 1-ლ ივლისამდე გაგრძელდება