in

Noizy – ქართული PR და მარკეტინგული სააგენტო მოდის სფეროში

მათი პარტნიორები უკვე არიან ტანსაცმლის ლოკალური და გლობალური ბრენდები

Startauperi
Startauperi

დღესდღეობით მოდის სფერო საქართველოში უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება, რისი ნათელი მაგალითიც ისაა, რომ ყოველწლიურად ქვეყანას უამრავი ადგილობრივი ბრენდი ემატება. ქართველი მოდელებისა და დიზაინერების წარმატებებზე სულ უფრო მეტს ვიგებთ და თვითონ ინდუსტრიის შესახებაც ცნობადობა გაცილებით მაღალია, ვიდრე გარკვეული წლების წინ. 

ბრენდი Noizy ქართულ მოდის ინდუსტრიაში  PR და მარკეტინგულ სააგენტოდ გვევლინება. კომპანია 2019 წლიდან მოღვაწეობს და მისი დაარსების მთავარი მიზანი მოდის მიმართულებით ბრენდებთან თანამშრომლობა, მათთვის სხვადასხვა სერვისის შეთავაზებაა. სააგენტო წარმატებული გუნდისგან შედგება, რომელსაც დაახლოებით 10-წლიანი გამოცდილება აქვს ამ სფეროში. მისი პარტნიორები არიან ტანსაცმლის ბრენდები: ALEKSANDRE AKHALKATSISHVILI,  LADO BOKUCHAVA და კიდევ რამდენიმე ქართული და უცხოური ბრენდი. კომპანია ასევე კრეატიულ კონტენტს ქმნის SOLO-სთვისაც.

Marketer ბრენდის შექმნის იდეაზე, სერვისებზე და სამომავლო გეგმებზე Noizy-ის გუნდს გაესაუბრა.

როგორ გაჩნდა Noizy-ის დაარსების იდეა და რა მიზნით?

პირველი ნაბიჯები ფრილანსერობით გადაიდგა, როდესაც კომპანიის დამფუძნებელმა სალომე მიქაშავიძემ ფრილანსერად დაიწყო ორ ბრენდთთან მუშაობა. აღმოჩნდა, რომ ბაზარზე ძალიან მოთხოვნადი იყო ეს საქმიანობა, შესაბამისად, დიდმა ინტერესმა და მოთხოვნამ განაპირობა კიდევ რამდენიმე ადამიანის შემოერთება და საბოლოოდ Noizy-ის, როგორც საკონსულტაციო კომპანიად ჩამოყალიბება.

კონკრეტულად, რა სერვისებს სთავაზობს Noizy მომხმარებელს?

Noizy მომხმარებელს სთავაზობს როგორც სრული ბიზნესის მართვას, ასევე ბრენდის საჭიროებების მიხედვით სხვადასხვა მიმართულებით ჩართვას; როგორიცაა: სოციალური მედიის კონტენტის შექმნა და მართვა, E-Commerce, ადგილობრივი და საერთაშორისო გაყიდვები, ფოტო ვიდეო ფროდაქშენი და ა.შ

არის თუ არა სხვა კომპანია ან ბრენდი, რომელიც მსგავს სერვისს სთავაზობს საქართველოდან?

არის კომპანიები, რომლებიც რაღაც ტიპის სერვისებს სთავაზობენ მომხმარებლებს, თუმცა ჩვენსავით ყველაფერს არა, რადგან ჩვენ შეკრულ პაკეტს ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს, რომელშიც მრავალფეროვანი მომსახურება შედის.

აქამდე წარმატებით განხორციელებულ საქმიანობებზეც რომ მოგვიყვეთ, რას თვლით თქვენს წარმატებულ ქეისად?

ბევრი წარმატებული ქეისი გვაქვს, რომლითაც ძალიან ვამაყობთ. პირველი ის, რომ პარიზში სრულიად დამოუკიდებლად ვაკეთებთ შოურუმს, სადაც მსოფლიოს წამყვანი მაღაზიების ბაერებს ვაცნობთ ქართულ პროდუქციას და მეორე ის, როდესაც ქართულ სახელებს ვხედავთ ისეთი გიგანტი ტანსაცმლის მაღაზიების ბრენდ ლისტში როგორიაა: Browns, Ssense, Net-A-Porter, Moda Operandi, FarFetch, Printemps და ა.შ

ვის შეუძლია თქვენთან თანამშრომლობა?

ქართულ ბრენდებს, რომლებსაც აქვთ პოტენციალი და პირველ რიგში, მზაობა იმისთვის, რომ გადადგან ნაბიჯები, თუნდაც რადიკალური, იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზარზე გავიდნენ. კომპანიებს, რომლებსაც სურთ, რომ მათი პროდუქტი განსხვავებულად და ესთეტიკურად დაანახონ მომხმარებლებს; საერთაშორისო ბრენდებს, რომლებსაც სურთ საქართველოში არსებული რესურსი სწორად და კარგად გამოიყენონ და ზოგადად, ადამიანებს რომლებსაც ეს სფერო აინტერესებთ.

ახალი წელი დაიწყო…როგორი იყო განვლილი წელი, ორიოდე სიტყვით რომ შეაფასოთ?

პანდემიური მდგომარეობის მიუხედავად ნოიზისთვის 2021 წელი საკმაოდ წარმატებით დასრულდა, ბევრი გამოწვევა იყო როგორც სხვა კომპანიებისთვის, ასევე ჩვენთვისაც, თუმცა ბევრი რამე ვისწავლეთ, დავაფასეთ, გავაანალიზეთ, რამაც კიდევ უფრო მკაფიო გახადა ჩვენი მიზნები.

მოგვიყევით ვირტუალურ პლატფორმაზე DRESSX-virtual closet, რომელთანაც გქონდათ თანამშრომლობა

ნოიზი არ არის წარმოდგენილი DRESSX-ის პლატფორმაზე. DRESSX ერთ-ერთ პარტნიორ ბრენდთან ერთად იღებდა მონაწილეობას Circular fashion Summit-ზე, რომელიც იმართებოდა Meta Verse-ში, სადაც ნოიზი იყო ბრენდის – ALEKSANDRE AKHALKATSISHVILI-ს წარმომადგენელი. სამიტზე მონაწილეობას იღებდა 10 მდგრადი ბრენდი და 10 ინოვატორი. ამ ღონისძიების მიზანი კი იყო, რომ ეს ბრენდები დაეკავშირებინათ ინვესტორებთან, რომლებიც გახდებოდნენ ბრენდის მომწოდებლები და ხელს შეუწყობდნენ მდგრადი პროდუქტის წარმოების განვითარებას. ეს ჩვენი პირველი გამოცდილება იყო Meta Verse – თან შეხების. საინტერესო იყო თუმცა ძალიან ახალი.

 

თქვენი აზრით, რას შეცვლის ეს პლატფორმა მოდის ინდუსტრიაში?

რთულია იმის წინასწარმეტყველება,თუ რამხელა გავლენა შეიძლება იქონიოს “მეტა ვერსმა” მთლიანად მოდის ინდუსტრიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ნელ-ნელა იქმნება ვირტუალური ტანსაცმლის ბრენდები, მაინც დიდი მოთხოვნაა რეალურ პროდუქტზე. პანდემიის დროს მიღებულმა გამოცდილებამ გვასწავლა, რომ პროდუქტის შესაძენად ძალიან მნიშვნელოვანია ხელით შეხება, ამიტომ კოვიდის დროს დაწყებული ვირტუალური შეხვედრები, ისევ რეალურს უბრუნდება.

როგორ ფიქრობთ, რა აკლია ქართული მოდის ინდუსტრიას საიმისოდ, რომ გახდეს გლობალური ინდუსტრიის ნაწილი?

ქართული მოდის ინდუსტრიას აკლია ბევრი პროფესიონალი კადრი, მოდის ინდუსტრიის მიმართულებით განათლების მიღების შესაძლებლობები, სწორი შეხედულებები მოდის სფეროს მიმართ და ამ ინდუსტრიაში ჩართული თითოეული ადამიანის საქმიანობის სწორად შეფასება.

რა გეგმები გაქვთ ახალ, 2022 წელს, რა სიახლეს შესთავაზებთ მომხმარებელს?

Noizy-ის 2022 წლის გეგმაში შედის უცხოური ბრენდების დაინტერესება საქართველოში არსებული შესაძლებლობებით, ასევე, როგორც ვახსენეთ ვბრუნდებით ევროპის ქალაქებში შოურუმების სახით, რაც პოზიტიურად აისახება ექსპორტის რიცხვის ზრდაზე და უკვე პროცესშია ექსკლუზიური თანამშრომლობა ერთ-ერთ დიდ პლატფორმასთან, რასაც ამ ეტაპზე ჯერ ვერ გავაჟღერებთ.

ასტრონომებმა მასიური ვარსკვლავის აფეთქების კადრები დააფიქსირეს

შესაძლოა, iPad Air-ის ახალი მოდელისთვის OLED ეკრანი Samsung-მა დაამზადოს