in

ნოკა ბაინდურაშვილი ალტას მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი გახდა!

ალტაში დიდი სიახლეა — ამიერიდან მისი მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორის პოზიციას ნოკა ბაინდურაშვილი დაიკავებს. 20 წელზე მეტია, ნოკა მარკეტინგისა და PR-ის მიმართულებით მუშაობს სხვადასხვა რითეილ კომპანიაში. მათ შორის იყო 2 ნაბიჯი, საქართველოს ფოსტა, თეგეტა მოტორსი, ელიტ ელექტრონიქსი და სხვა. ახლა კი მთელ ამ გამოცდილებას ტექნიკის უდიდესი მაღაზიის განვითარებისკენ მიმართავს.

„საკმაოდ საპასუხისმგებლო და გამოწვევებით სავსე მიმართულებაა, თუმცა ვინაიდან რითეილის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს და დარგიც არაა უცხო, თამამად ვიღებ ახალ გამოწვევებს“, — აღნიშნავს ნოკა ბაინდურაშვილი.

როგორც ალტას მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორს უკვე ბევრი ახალი და საინტერესო პროექტი აქვს დაგეგმილი, რომელთა შესახებაც ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

სავარაუდოდ, Samsung Galaxy Ring ბაზარზე წელს გამოჩნდება

როგორ უნდა დააბალანსოს CEO-მ პირადი და პროფესიული ცხოვრება?