in

მაღაზია, სადაც არც მოლარეა, არც რიგი, უბრალოდ აიღე რაც გინდა და გადაიხადე – საქართველოში მაღალტექნოლოგიური სისტემა შეიქმნა

ოდესმე გიფიქრიათ რა კარგი იქნებოდა მარკეტში შესულს, არც მოლარე გხვდებოდეთ, არც რიგი, უბრალოდ იღებდეთ რაც გსურთ და გასასვლელში პროდუქციის დასკანერებისა და დათვლის გარეშე, წინასწარ ავტომატურად დაანგარიშებულ თანხას იხდიდეთ ბარათით ან ApplePay-ს დახმარებით.

სწორედ ეს არის NOKA – მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მარკეტი, რომელიც ამ დარგში ინოვაციურია.

ამ ეტაპზე უკვე შექმნილია ექსპერიმენტული რეალური მარკეტის მოდელი, რომელიც შიდა ტესტირებას გადის.

NOKA მარკეტში შესვლა შესაძლებელია ურიკით და სენსორზე თითის დადებით. სავაჭრო სივრცეში შესულს შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი პროდუქცია, აიღოთ ან დააბრუნოთ დახლზე, მოათავსოთ კალათში, ან თუნდაც პირდაპირ ჩანთაში ჩაიდოთ.  ამის შემდეგ გასასვლელში გადადიხართ ჭკვიან ბარიერთან, სადაც სენსორზე თითის დადებისას, თანხა უკვე დაანგარიშებულია და იხდით ბარათით ან ApplePay-ს მეშვეობით.

სხვა ანალოგიურ სისტემებთან შედარებით (როგორიცაა Amazon Go, AiFi, Zippin, Sensei და სხვა), NOKA ტექნოლოგიაში არ არის გამოყენებული კამერები, ანუ არ ხორციელდება მომხმარებლის ბიომეტრიული და პროდუქტების გრაფიკული ამოცნობა, რაც საგრძნობლად ამცირებს პროექტის ფასს და არ საჭიროებს მძლავრ სერვერებს ამოცნობის რთული პროცესის დასამუშავებლად.

ასევე, ტექნოლოგია არ არის დაფუძნებული თვითმომსახურების სისტემაზე, სადაც მომხმარებელს თვითონ უწევს პროდუქციის დასკანერება. NOKA ტექნოლოგია არ საჭიროებს პროდუქტების დასკანერებას.

NOKA ტექნოლოგიის მნიშვნელოვანი უპირატესობები ისაა რომ:

-არ საჭიროებს მოლარეს

-არ საჭიროებს პროდუქციის დასკანერებას

-იდენტიფიკაცია არ ხორციელდება კამერებით

-არ მოითხოვს დიდ სერვერულ რესურსს გამოთვლებისთვის

-სხვა ტექნოლოგიებთან შედარებით მოითხოვს ბევრად ნაკლებ ინვესტიციას

-ზოგავს ადამიანურ რესურსს

-პროდუქცია მაქსიმალურად დაცულია ქურდობისგან

– ხორციელდება პროდუქციის თაროებზე ნაშთის ავტომატური კონტროლი

NOKA ტექნოლოგიის დახვეწის მიზნით, უკვე დაწყებულია მუშაობა მცირე ზომის რეალური მარკეტის შექმნაზე, რომელიც 1000-მდე დასახელების პროდუქტს მოიცავს და რომელიც ჩვეულებრივ, უკვე მომხმარებლებს მოემსახურება.

NOKA ტექნოლოგიის იდეის განხორციელებაზე კომპანია FINA-ს გუნდი მუშაობს. ,,ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა აღნიშნულ ტექნოლოგიაზე მუშაობა, ეს იყო ძალიან საინტერესო და გამოწვევებით სავსე პერიოდი, როდესაც ექსპერიმენტულ მოდელზე მუშაობა დავასრულეთ და რეალურად გავტესტეთ მისი შესაძლებლობები, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რამდენად საინტერესო პროექტს შევეჭიდეთ.  ვფიქრობთ, აღნიშნული ტექნოლოგია სავაჭრო ქსელის წარმომადგენლებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდება’’ – აცხადებენ კომპანია FINA-ში.

პროექტი საერთაშორისო მასშტაბისაა და ადგილობრივთან ერთად უცხოურ ბაზარსაც მოიცავს.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ გვერდზე www.noka.tech.

 

[პარტნიორის კონტენტი]

„ნაყოფი იდეალურად ვითარდება“ – ნახეთ სპილო აშას ულტრაბგერითი გამოკვლევა

რა თანხებს გამოიმუშავებენ იტალიური საფეხბურთო კლუბები მაისურის სპონსორებისგან ?