9
Sep
2019

„უკან მომავალში“​ – Nokia დასაკეც ტელეფონს უშვებს 

9 Sep 2019

ძველი ტრენდები, როგორც ჩანს, მხოლოდ მოდაში არ ბრუნდება. სანამ ტექნიკის სხვა კომპანიები ერთმანეთს კონკურენციას სუპერ თანამედროვე გაჯეტებით უწევენ, Nokia, წარსულში ძალიან პოპულარული დასაკეცი მოდელის ინსპირაციით, თანამედროვე Nokia 2720 Flip–ს უშვებს. კომპანიამ, ახალი „მობილური“ ბერლინში, ტექნიკის საერთაშორისო გამოფენაზე (IFA) უკვე წარადგინა.

 

 

Nokia 2720 Flip 2.8 დუიმიანი ეკრანის მქონე დასაკეცი ტელეფონია, რომელსაც თანამედროვე აპლიკაციების მხარდაჭერაც აქვს. მაგალითად: WhatsApp, Facebook და Google-ის ხმოვანი ასისტენტი.

ახალი Nokia–ის გაყიდვები 2019 წლის სექტემბრის ბოლოდან დაიწყება და 89 ევრო ეღირება.

Photo Credit: The Verge

განხილვა