ის დრო თუ გახსოვთ, Nokia 3210 ახალი ქეისით რომ გამოვიდა, სასურველი ზარების დაყენებაც რომ შეიძლებოდა და Snake-ით გართობაც? ზუსტად ამ ნოსტალგიას აცოცხლებს HMD Global-ის 2024 წლის საკულტო ტელეფონის თანამედროვე ხედვაც. 3210-ის 25 წელს ზეიმობს ტელეფონი, რომელიც 160 მილიონი ერთეული გაიყიდა და გამძლეობისა თუ ხელმისაწვდომობის სინონიმადაც იქცა.
ახლა კი ნოკიას დაბრუნება თავის დაღწევას გვთავაზობს იმ შეტყობინებებისა და წნეხისგან, რომლის ქვეშაც სმარტფონები გვაყენებს. კლასიკური დიზაინის ერთგულები კი რჩებიან, მაგრამ გარკვეულ ტექნოლოგიურ განახლებებს გვთავაზობენ — უფრო დიდი ეკრანი აქვს, 2.4-ინჩიანი, 1.5-ინჩიანის ნაცვლად, 2-მეგაპიქსელიანი კამერა და თანამედროვე USB-C დამუხტვის პორტი. 4G-სთან თავსებადობას გთავაზობთ და მეტი ტევადობისთვის მასში microSD-საც მოათავსებთ.
რაც მთავარია, Snake ადგილზეა:
როგორც ვიგებთ, ახალი Nokia 3210-ის ფასი 93.65 დოლარს შეადგენს და იგი 3 ფერში იქნება ხელმისაწვდომი — Grunge Black, Scuba Blue და Y2K Gold.