„ნოკია“ 8 სიროკოსა და 7 პლუსის შემდეგ, კომპანია ახალი დიზაინსა და შესაძლებლობებს სთავაზობს მომხმარებელს. მათ შორის „ნოკია 6.1 +“-ს, იგივე X6-ს, მოდელს, რომელსაც ჩინეთში, მისი ვიზუალისა და მონაცემების გამო „ურჩხული“ უწოდეს. „ნოკია X6-მა“ გაყიდვების მხრივ, ჩინეთში დიდ წარმატებას მიაღწია, რის შემდეგაც, კომპანიამ მისი ევროპის ბაზრისთვის ადაპტირება გადაწყვიტა და მომხმარებლებს „ნოკია 6.1+“ შესთავაზა.
პირველი „ნოჩიანი“ — კუნძულიანი ეკრანით აღჭურვილი ანდროიდი „ნოკია 6.1+“ მსოფლიო ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, 4GB ოპერატიული მეხსიერების დამსახურებით, აპლიკაციების გასხნას რამდენიმე წამი სჭირდება; Android 9 Pie-ს სუფთა ვერსია კი Google-ის ყველა განახლებასთანაა თანხვედრაში. ანდროიდს, რა თქმა უნდა, Google-ის პერსონალური ასისტენტის ფუნქციაც აქვს.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, „ნოკია 6.1+“ Android 9 Pie-ს ხელოვნური ინტელექტის უახლესი ინოვაციების მეშვეობით, მთლიანად მომხმარებლის სურვილებზეა ადაპტირებული, მაგალითად — ბატარეა მუშაობისას პრიორიტეტს იმ აპლიკაციებს ანიჭებს, რომლებსაც ხშირად მოვიხმართ და სწორედ მათი გამოყენების მიხედვით იცლება; „ინტუიციური ნავიგაციის“ ფუნქცია კი საშუალებას გვაძლევს, აპლიკაციები ჟესტების დახმარებით, ღილაკების გამოუყენებლად გავხსნათ.
„ნოკიას“ მობილურები ოპტიკის მწარმოებელი კომპანია ZEISS-ის კამერებს გვთავაზობს. მოდელი „6.1+“-იც მსგავსი კამერითაა აღჭურვილი. მისი საშუალებით ვიდეოს 4K ხარისხით გადაღება, სწრაფი დიაფრაგმისა და ზუმის გამოყენებაა შესაძლებელი. ამასთანავე, კამერას ორმაგი ხედვის ფუნქცია აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთდროულად წინა და უკანა „თვალის“ არეალის აღბეჭდვა შეუძლია. აღსანიშნავია ამ მოდელის აუდიოსისტემა: მობილურში ჩამონტაჟებული ორი მიკროფონი სივრცით აუდიოილუზიას ქმნის — განსაკუთრებულ ხმაურში გადაღებულ ვიდეოებსაც კი სუფთა, მკაფიო ხმა აქვს.
სავაჭრო სახლ „გოლეთიანის“ წარმომადგენლების განცხადებით, მოდელს „ნოკია 6.1+“ საქართველოშიც დიდი ინტერესით ელოდებიან და ის ქართველი მომხმარებლისთვის მალე გახდება ხელმისაწვდომი. სავაჭრო სახლის წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ უახლოეს მომავალში, კიდევ ორი მოთხოვნადი მოდელის შესახებ დააანონსებენ.
[R]