in

Nokia 8 ქართულ ბაზარზე უკვე გამოჩნდა

მობილური სამყაროს ერთერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის სმარტფონი Nokia 8 ქართულ ბაზარზე უკვე გამოჩნდა. კერძოდ, საქართველოში მისი შეძენა 1 ნოემბრიდან არის შესაძლებელი. Nokia 8 ნამდვილი ფლაგმანია, რომელიც მაღალი კლასის სმარტფონებს მიეკუთვნება

BOG
BOG



მოწყობილობა, რომლის ღირებულებაც – 1470 ლარია, სხვა ტელეფონებისგან გამოირჩევა კამერით – bothie, რაც ნიშნავს რომ მოწყობილობას ძირითადი და წინა კამერით ფოტო/ვიდეოს ერთდროულად გადაღება შეუძლია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ Nokia 8- აქვს OZO აუდიო სისტემა, რაც ხმის 360 გრადუსში ჩაწერის საშუალებას იძლევა. ტელეფონი ორ სიმ ბარათზე მუშაობს, აქვს ZEISS ოპტიკური სისტემა 13-მეგაპიქსელიანი კამერებით, 64 გეგაბაიტიანი შიდა მეხსიერება და 5.3-ინჩიანი ეკრანი


აღსანიშნავია, ისიც, რომ ფინურმა კომპანიამ სმარტფონზე მუშაობისას დიდი ყურადღება მიაქცია .. გაცხელების ეფექტს. იმისათვის, რომ Nokia 8 აქტიური გამოყენებისას არ გაცხელდეს, ინჟინრებმა სმარტფონის შიდა დიზაინში ულტრაფართო თხევადი გაგრილების მილი ჩააშენეს, რომელიც სმარტფონის სიგრილეს 40%-ით უფრო მეტად შეინარჩუნებს. ტელეფონს აქვს ასევე გრაფიტის ფირფიტა, რომელიც გაგრილების სისტემას კიდევ უფრო ეხმარება

მობილური ტელეფონი ოთხ ფერშია წარმოდგენილი, ესენია: პრიალა სპილენძისფერი, ლურჯი, გლუვი ლურჯი და გლუვი ფოლადისფერი.

ნოკიასპრემიუმ ხარისხის სმარტფონის რეალიზაციას სავაჭრო სახლიგოლეთიანიაწარმოებს, რომელიც ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოშიროგორც სავაჭრო სახლისგოლეთიანისმარკეტინგის მენეჯერმა ანა გოგიაშვილმაბიზნესპრესნიუსთანსაუბრისას განაცხადა, „ნოკია 8-გაყიდვების ტემპი მზარდია და ტელეფონის მიმართ მოწონება დღითიდღე იზრდება.

„Nokia 8 1 ნოემბრიდან უკვე ქართულ ბაზარზეა. ტელეფონის გაყიდვები დიდი აჟიოტაჟით დაიწყო, იყო წინასწარი შეკვეთები და გაყიდვების ტემპი ახლაც მზარდია. მოდელის შეძენა სავაჭრო სახლგოლეთიანისმაღაზიებსა და განახლებულ ინტერნეტ მაღაზიაში – www.goletiani.ge არის შესაძლებელი. რაც შეეხება მონაცემებს, Nokia 8 პრემიუმ კლასის სმარტფონია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კონკურენტულ მოდელებთან შედარებით, Nokia 8-ის ფასი გაცილებით ნაკლებია,“-აღნიშნა ანა გოგიაშვილმა

Nokia სმარტფონების სამყაროში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც გასულ წელს ფინურმა გიგანტმა HMD Global-მა საკუთარი ბრენდი დაიბრუნა და ახალი მობილური დივიზიის წარმოება დაიწყო
ცნობისთვის, „ნოკია“ 2012 წელს ოფიციალურად შეისყიდამაიკროსოფტმა“, თუმცა ლუმიას სმარტფონების წარმოება წარუმატებელი პროექტი აღმოჩნდა. 2017-წლამდე სწორედმაიკროსოფტიუშვებდა .. ლუმიებს, რომლებიც ვინდოუსის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობდა. თუმცა, გასულ წელს ფინურმა კომპანიამ HMD Global-მა თავისი ბრენდი უკან დაიბრუნა და 2017 წლიდანნოკიასტელეფონებს ისევ ფინური კომპანია უშვებს.

ავტორი: თაია არდოტელი

[R]

„ჩვენ წინაშე არიან ქალები, რომლებმაც შეძლეს და ქვეყნის ისტორია უკეთესობისკენ შეცვალეს“ – საქართველოს ბანკის ვიდეორგოლი

“ვეძებთ ყველაზე სწრაფებს!” – ანუ როგორ შეიქმნა ჯიპიაი ჰოლდინგის კამპანია