26
Feb
2019

Nokia-ს ახალი სმარტფონი ფოტოს ერთდროულად 5 კამერით გადაიღებს

26 Feb 2019

veon
veon


Nokia-მ სმარტფონი Nokia 9 Pureview წარადგინა. მობილური ერთდროულად ხუთი კამერის საშუალებით იღებს ფოტოს. შემქმნელების აზრით, ეს ტექნოლოგია მაქსიმალურად გამოიყენებს განათებასა და სხვა კომპონენტებს და არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, სრულყოფილ ფოტოს შექმნის. სმარტფონის ხუთივე კამერა 12 მეგაპიქსელიანია. აქვს 5.9-ინჩიანი QHD+ pOLED დისპლეი, Qualcomm Snapdragon 845 ჩიპი, 6GB-იანი ოპერატიული მეხსიერება, მყარი დისკი 128GB, 3,320 mAh ბატარეა, უკაბელო დატენვის რეჟიმი, თითის ანაბეჭდის ამომცნობი სენსორი, მტვრისა და წყლის მიმართ გამძლე, არ აქვს ყურსასმენების ჯეკი. Nokia 9 PureView-ის გამოსვლა ბარსელონაში, Mobile World Congress-ზე გახდა ცნობილი. მისი ფასი 699 დოლარია.

განხილვა