in

როგორ და რატომ აახლებს Nokia ვიზუალურ იდენტობას?

Nokia-ს აღარ სურს, წარსულ დროში იხსენებდნენ, როგორც მობილურების ბრენდს. მისი ახალი ვიზუალური იდენტობა კი საფუძვლიანი ცვლილებების მანიშნებელია — როგორც თავად აღნიშნავენ, „ციფრული ტრანსფორმაციის პიონერებად“ პოზიციონირებენ.

BOG
BOG

ბრენდმა პირველ ეტაპზე განახლებული ლოგო წარადგინა — ძველ ვერსიაზე დაფუძნებული, მაგრამ უფრო მოდერნული და ციფრულ რეალობას მორგებული. Reuters-ის თანახმად, ახალი ლოგო მხოლოდ ერთ ფერში არ იქნება წარმოდგენილი, არამედ გამოყენების ადგილებისა და კონტექსტის მიხედვით შეიცვლება.

„ჩვენს სტრატეგიას ვაახლებთ და როგორც ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელად, პირველ ეტაპზე ბრენდის იდენტობაზე ვზრუნავთ. ასე ავსახავთ იმას, თუ ვინ ვართ დღეს რეალურად: ტექნოლოგიური ინოვაციების პიონერები და იმ მომავლის ნაწილი, სადაც ქსელი ხვდება ღრუბელს“, — ამბობს პეკა ლუნდმარკი, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ Nokia-მ ვიზუალური იდენტობა თითქმის 60 წლის შემდეგ პირველად განაახლა. პეკას თქმით, მათ სურთ, მხოლოდ სმარტფონების კომპანიად არ მოიაზრებდნენ, არამედ ფოკუსირებულნი არიან ქსელისა და ინდუსტრიის დიგიტალიზაციაზე, რაც სრულიად განსხვავებული იქნება მისი საკულტო მოდელებისგან.

„კომპანიის ახალი ლოგო ენერგიული, მოდერნული და დინამიკურია, რაც ჩვენს ღირებულებებს თუ მიზნებს ასახავს. მთლიანობაში, ვიზუალური განახლება შემუშავდა, როგორც კოლაბორაციის სიმბოლო“, — განმარტავენ განცხადებაში.

კორპორაციული კულტურის როლი კომპანიაში და მეტი, ვიდრე სამსახური

ახალი აპლიკაცია მოგონებებში „დასაბრუნებლად“ — Black Mirror-ის მსგავსი რეალობა