in

Nokia ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის ოფიციალური პარტნიორია

HMD Global-ის წარმომადგენლემა, ჯეიმს ბონდის 25-ე ფილმთან – No Time To Die  – ოფოციალურ თანამშრომლობაზე უკვე ისაუბრეს. ფილმის გამოსვლამდე კი, ახალი სარეკლამო ვიდეორგოლიდან პირველი ფოტომასალა წარადგინეს – მთავარ გმირს ლაშანა ლინჩს, რომლიც აგენტი ნომის როლს თამაშობს, „ნოკიას“ სმარტფონი უჭირავს.

 

HMD Global-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ბრენდის ყველაზე მასშტაბური გლობალური  მარკეტინგული კამპანიაა, სადაც „ნოკიას“ ტელეფონები გამოჩნდება სლოგანით  „The Only Gadget You’ll Ever Need“- „ერთადერთი ტელეფონი, რომელიც როდესმე [აუცილებლად] დაგჭირდება“.

ვიდეორგოლის რეჟისორი „BAFTA Award“-ის გამარჯვებული ამა ასანტეა. „ნოკიას“ მარკეტინგული კამპანიის პრემიერა 8 მარტს არის დაგეგმილი.

იქამდე გეტყვით, რომ ვიდეო გადაღებულია ლონდონში, წმინდა პავლეს ტაძრისა და ცათამბჯენების ფონზე. აგენტი ნომი „ნოკიას“ სმარტფონის სხვადასხვა შესაძლებლობებს იყენებს, რომ დაკისრებული მისია წარმატებით დაასრულოს.

„როგორც ვიდეორგოლში, ისე ფილმში აგენტი ნომი  Nokia-ს ახალი ტელეფონების  შესაძლებლობების სრულ სპექტრს იყენებს, მათ შორის, ნოკიას პირველი 5G სმარტფონის, რომლის  ოფიციალური წარდგენა HMD Global-ს 19 მარტს აქვს დაგეგმილი, ბონდის ახალი ფილმის პრემიერას კი მსოფლიო ინგლისში, 12 ნოემბერს იხილავს“.

Photo credit should read: Doug Peters/PA Wire

ლაშანა ლინჩის თქმით, სულ პირველი ტელეფონი,  „ნოკია 3210“, 10 წლის ასაკში ჰქონდა. ეს იყო იმდროინდელი, 1990-იანების „სმარტფონი“, ამიტომ, მისთვის ძალიან საინტერესოა „ნოკიასნაირ“ საკულტო ბრენდთან თანამშრომლობა.

ვიდეოს რეჟისორი ამა ასანტე კი ამბობს, რომ მას ყოველთვის იზიდავს საინტერესო პროექტები, განსაკუთრებით ქალებზე, სადაც ხაზი მათ ძალას და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ესმევა.

„Nokia-ს სცენარი, სწორედ ასეთი იყო, ნომი ქალ ჯაშუშია, რომელსაც არ ეშინია ცუდ ბიჭებთან გამკლავების და ამავდროულად, ინარჩუნებს უნიკალურ იუმორს“.

[R]

Caru უკრაინის ბაზარზე გავიდა

რობოტი, რომელიც სისხლის ანალიზს აიღებს