in

იანვარში Nokia დიზაინის არქივში ჩაგვახედებს

მაშინ, როცა სმარტფონები ჩვენი იდენტობის ნაწილად იქცა, რთული წარმოსადგენი არ არის, რამდენად ნოსტალგიურია იმ დროის გახსენება, როცა ნოკიას ტელეფონები გვქონდა. მართალია, ბრენდი 90-იანებში პიონერი გახლდათ მობილურების ყოველდღიურ ცხოვრებაში დამკვიდრებით, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ Apple-თან და Samsung-თან კონკურენციაში დამარცხდა… 

BOG
BOG

თუმცა ახლა Y2K-ის ხელახალმა აღორძინებამ თაობა ზეტის წევრები ძველი მობილური ტელეფონებით მოხიბლა. სწორედ ამიტომ, წლის დასაწყისში ნოკიამ 3210 მოდელის ახალი ვერსია გამოუშვა, რათა მათში ის შეგრძნებები გაეღვიძებინა, რომელთან ერთადაც ადრე ვცხოვრობდით.

დღეს კი ბრენდის კულტურულ და ტექნოლოგიურ წვლილს Nokia Design Archive-ის ჩაშვებით ზეიმობენ. Aalto University-ის მკვლევართა ჯგუფი ონლაინ არქივს გვთავაზობს, რომელიც 20 000 ინდივიდუალური ნივთისა და ჯამში 960-გიგაბაიტის ფაილებისგან შედგება, რითაც ნოკიას დიზაინის ისტორიას ასახავს. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტი ფინეთში მდებარეობს, იქ, სადაც Nokia დაარსდა. 

90-იანი წლებიდან 2017 წლამდე 700 ნივთია ნაჩვენები, რომლებიც ასახავს, როგორ შექმნეს ნოკიას დიზაინერებმა და გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ის გზა, რომლითაც დღეს ჩვენ ერთმანეთს ვუკავშირდებით. ეს მოიცავს პროტოტიპებს, რომლებიც არასდროს გამოშვებულა, იშვიათ სკეტჩებს, მარკეტინგულ კამპანიებსა და საკულტო მოდელებს, იქნება ეს 310 Brick phone თუ ფუტურისტული 8810 Banana phone.

ტექნოლოგიები კი არ გვაყალიბებს, არამედ ჩვენ ვაყალიბებთ მას. როცა პროექტი დავიწყეთ, ფოკუსი ობიექტებზე იყო. თუმცა, როგორც კი მუშაობას შევუდექით, მივხვდით, რომ ეს ადამიანებს შეეხებოდა, — აცხადებს კაისუ სავოლა, მკვლევარი.

Nokia Design Archive ოფიციალურად იანვარში გამოვა, მანამდე კი ქვემოთ მოცემული ფოტოები შეგიძლიათ, დაათვალიეროთ:

Still G.I.N-ის რეკლამაში AI-ით ფრენკ სინატრა და სემი დევისი „გააცოცხლეს“!

ასეთია 2025 წლის ფერების ტენდენცია, საერთაშორისო დიზაინერების შეფასებით